ჰიდრო-სპინინგი - ახალი ტალღა ფიტნესის სამყაროში
სპინინგი დიდი ხანია, დამკვიდრდა, როგორც ფიტნესის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და პოპულარული სახეობა. ის ძალიან შედეგიანია წონის კლებისა და კუნთების ტონიზირებისთვის.
ამჟამად კი ფიტნესინსტრუქტორებმა გადაწყვიტეს, კიდევ უფრო გაართულონ ეს პროცესი და ჰიდროსპინინგს გვთავაზობენ. ეს ე.წ. „წყალქვეშა ფიტნესის“ სრულიად ახალი სახეობაა.
რატომ არის სასარგებლო ჰიდროსპინინგი?
ჰიდროსპინინგი გულისხმობს, რომ სპინინგის ტრენაჟორი მოთავსებულია წყალში, რაც დამატებით დაბრკოლებას ქმნის და შედეგიც გაცილებით ეფექტურია.
ჰიდროსპინინგის მთავარი ღირსება გულსისხლძარღვთა სისტემის ინტენსიური გავარჯიშებაა, ეს კი მთელ თქვენს ფიზიოლოგიასა და განწყობაზე დადებითად აისახება. ჰიდროსპინინგი ამუშავებს გამძლეობას და ამაგრებს ფეხებს, თანაც ამ შემთხვევაში არ ხდება სახსრების დამატებით დაძაბვა, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა სპინინგის, ველოსიპედით ვარჯიშისა და სირბილის დროს. ამიტომ ის საუკეთესო საშუალებაა სარეაბილიტაციო ვარჯიშებისთვის.
ჰიდროსპინინგი წვავს უამრავ კალორიას და ანადგურებს ცელულიტს. წყალქვეშ ერთსაათიანი სპინინგი დაახლოებით 800 კალორიას წვავს.
ჰიდროსპინინგის დროს შეგიძლიათ საკუთარი რიტმით ივარჯიშოთ. წყალქვეშ სატერფულების ტრიალისას იძულებული იქნებით, ტორსი და მხრები მყარად დაიჭიროთ, რაც მრავლობითი კუნთის მუშაობას გამოიწვევს.
ამასთან, ჰიდროსპინინგის შედეგები ისეთი მტკივნეული არ არის, როგორც ჩვეულებრივი სპინინგის, რადგან წყალი ხელს უწყობს სუფთა ჟანგბადის ცირკულაციას და ამცირებს რძემჟვის წარმოქმნის მტკივნეულ შედეგებს.
რა უნდა ჩაიცვათ?
ჩაიცვით მთლიანი საცურაო კოსტიუმი, მაქსიმალურად კოფორტული და კარგად მორგებული. შეგიძლიათ ასევე შორტებიც ჩაიცვათ.
ასევე აუცილებელია წყლის ფეხსაცმლის ჩაცმა. თან იქონიეთ ბოთლით დასალევი წყალი.