თეთრი ლაქები კანზე - რა პრობლემასთან გვაქვს საქმე და როგორ ვებრძოლოთ მას?

თეთრი ლაქები კანზე - რა პრობლემასთან გვაქვს საქმე და როგორ ვებრძოლოთ მას?
ოდესმე შეგიმჩნევიათ კანზე თეთრი ლაქები? ეს, შესაძლოა, ჩამოთვლილი დააბადებებიდან ერთ-ერთის სიმპტომი იყოს. წინასწარ გაცნობებთ, რომ არცერთი ამთგანი საშიში არ არის და მკურნალობა სახლის პირობებში არის შესაძლებელი.

1. ანთების შემდგომი პიგმენტაცია

არასტანდარტული ფორმის თეთრი ლაქები კანზე ხშირად დამწვრობის შემდეგ ჩნდება. ხანდახან, ლაზერული თერაპიის შედეგად. მსგავსი პიგმენტაციის მკურნალობა შინაურ პირობებში არის შესაძლებელი დაჭრილი ჯანჯაფილის კომპრესების დახმარებით. კურსის ხანგრძლივობამ შესაძლოა 6 თვემდე გასტანოს, მაგრამ შედეგი ამად ღირს.

2. ეგზემა


ეგზემა გახლავთ დერმატოლოგიური დაავადება, რომელიც გამონაყარის სახით ჩნდება კანზე. ამ დაავადების შედეგად კანზე ჩნდება თეთრი ნაწიბურები. როგორ ვერბრძოლოთ მათ? ყოველი შხაპის მიღების შემდეგ პრობლემურ ადგილებზე უნდა წაისვათ თაფლი. თუ თქვენი კანი კარგად რეაგირებს სკრაბებზე, შეგიძლიათ გამოიყენოთ შინ დამზადებული სკრაბი შაქრისა და თაფლისგან.

3. ვიტილიგო


ვიტილიგო წარმოადგენს აუტოიმუნურ დარღვევას, რომლის დროსაც კანი კარგავს ბუნებრივ პიგმენტაციას. ამ დაავადების დროს თეთრი ლაქები ჩნდება ტუჩების, თვალებისა და ხელების მიდამოებში.
შინაურ პირობებში ვიტილიგოს მკურნალობა შემდეგნაირად შეიძლება: 5 ჩ.კ. კურკუმასა და 250 გრ მდოგვის ზეთის ნარევი დღეში ორჯერ უნდა წაისვათ დაზიანებულ ადგილებზე.

4. იდიოპათიური ჰიპომელანოზი


ამ დაავადების მახასიათებელი გახლავთ თეთრი პიგმენტაცია ფეხებსა და ზურგზე. ამ დროს ირღვევა მელანინის გამომუშავების პროცესი. მოქმედი პრევენციული საშუალება გახლავთ SPF საცხები, ამიტომ, მოღრუბლულ ამინდშიც მზზის დამცავი საშუალებების წასმა შესანიშნავ სამსახურს გაგიწევთ.

5. თეთრი ფერისმჭამელა

ხშირად გვხვდება ბავშვებში და გამოიხატება სუსტი თეთრი ლაქებით ტუჩების ირგვლივ, ზედა კიდურებზე, ყელზე და მხრებზე მზეზე დიდხანს ყოფნის შემდეგ. პირველივე სიმპტომების აღმოჩენისას, შხაპის მიღების შემდეგ წაისვით დამატენიანებელი საცხი ან ტანის ლოსიონი. ნატურალური საშუალებებიდან შესანიშნავად ეხმარება ზეითუნის ზეთი და ქოქოსის ზეთი.

6. სკლეროატროფული ფერისმჭამელა

ტანზე ჩნდება მკვეთრი თეთრი ფერის გლუვი ლაქები, რომლებიც შემდეგ ვრცელდება და ჭკნება. დაავადების გამომწვევი მიზეზი ჰორმონალური ბალანსისა და იმუნური სისტემის ჰიპერაქტიურობა ხდება. შინაურ პირობებში სამკურნალოდ დაგჭირდებათ მჟავას ნატრიუმის მარილი. 1 ს.კ. მჟავას ნატრიუმის მარილი უნდა მოურიოთ 1 ჩ.კ. საფუართან და ჩაასხათ აბაზანაში. აბაზანა 20 წუთის განმავლობაში უნდა მიიღოთ. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში 2-ჯერ.