გაიწმინდეთ სისხლძარღვები და ათეროსკლეროზი არ შეგაწუხებთ! ნატურალური საშუალებებით მკურნალობა შინაურ პირობებში

გაიწმინდეთ სისხლძარღვები და ათეროსკლეროზი არ შეგაწუხებთ! ნატურალური საშუალებებით მკურნალობა შინაურ პირობებში
ათეროსკლეროზი ჩნდება მაშინ, როცა არტერიების კედლები სქელდება, შედეგად კი დაზიანებული მიდამოებისთვის სისხლისა და ჟანგბადის მიწოდება რთულდება. კედლების შესქელება შეიძლება ფიზიკური აქტივობის უქონლობის, რაფინირებული პროდუქტების, თეთრი შაქრის ზედმეტად მიღების, სიბერის, სტერის გამო მოხდეს.

დაავადების სიმპტომები დამოკიდებულია დაზიანებულ ადგილებზე. ფეხების ვენების გადიდების დროს: ცივი ფეხები და ძლიერი კრუნჩხვა. გულის არეში: გულ-მკერდის არეში ტკივილი, შფოთვა, ოფლიანობა, სუნთქვის პრობლემები.

გთავაზობთ ბუნებრივ საშუალებებს, რომელიც დაგეხმარებათ ათეროსკლეროზის შემსუბუქებაში და ხელს შეუშლის მის განვითარებას.

ლიმონი

დააქუცმაცეთ 2 ლიმონის ცედრა, დაუმატეთ 2-3 ს.კ. წყალი, მოურიეთ და შეინახეთ მაცივარში 12 საათით. მიიღეთ თითო ჩ.კ. ყოველი ჭამის შემდეგ.

ოხრახუში

1 ჭიქა მდუღარე წყალში დაამატეთ 1 ს.კ. ხმელი ან ახალი ოხრახუში. დააფარეთ და დააყენეთ. დალიეთ დღეში 3-ჯერ 70-70 მლ ნაყენი ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.

ოქროს რძე
შეურიეთ 1 ჭიქა ნუშის რძე, 1 ჩ.კ. ქოქოსის ზეთი, ¼ ჩ.კ. კურკუმას ფხვნილი და გაათბეთ ცეცხლზე (არ წამოადუღოთ), დაამატეთ ცოტაოდენი თაფლი.

გარდა ამისა, რეკომენდებულია, ტოველდღიურ რაციონში ჩართოთ ნიორი, ჯანჯაფილი, ხახვი, ანანასი, ისპანახი და სტაფილო.

ყველა ეს საშუალება უსაფრთხოა და მათი გამოყენება შინაურ პირობებში არის შესაძლებელი.

იხილეთ ვიდეო: