თეთრი ლაქები ყელში. მოიშორეთ პირიდან უსიამოვნო სუნის მთავარი მიზეზი!

თეთრი ლაქები ყელში. მოიშორეთ პირიდან უსიამოვნო სუნის მთავარი მიზეზი!
ხანდახან ჩვენს ორგანიზმს ისეთი უცნაური და უსიამოვნო რამ ემართება, რომ ბევრს ამაზე საუბარიც ერიდება. მაგალითად, საიდან ჩნდება საუბრისას ან ხველისას ყელში თეთრი ლაქები უსიამოვნო სუნით? რასთან გვაქვს საქმე და საშიშია თუ არა? ამ კითხვებით მივმართეთ ექსპერტებს.

თეთრი, მოყვითალო ან მონაცრისფრო ბურთულები ხშირად ყელში ”ბუდობენ” და მათ შეცდომით საკვების ნარჩენებად მიიჩნევენ. სინამდვილეში, ეს კაზეოზური ან ჩირქოვანი საცობებია, რომლებიც ქრონიკული ტონზილიტის გამოვლინებაა. მათი წარმოქმნის მეზეზებია ასევე მოწევა, ძალიან ცივი საკვების მიღება, იმუნიტეტის დაქვეითება და რესპირატორული დაავადებებია.

ამგვარად, ეს გახლავთ ხახის ლორწოვანი გარსის ანთება, რომელსაც პათოგენური ორგანიზმები იწვევს. ლეიკოციტები, მკვდარი ბაქტერიები და ვირუსები შეწებებისას წარმოქმნიან სწორედ ამ თეთრ ბურთულებს.

გლანდები ბუნებრივ ბარიერს წარმოადგენს, რომელიც ეწინააღმდეგება ორგანიზმის სიღრმეში ინფექციის შეღწევას. როდესაც გლანდები დაზიანებულია, ინფექციები თავისუფლად ვრცელდება მთელ ორგანიზმში. ჩირქოვანი საცობები ინტოქსიკაციას იწვევს, რაც დაღლილობას, მუდმივ თავის ტკივილის, ფიზიკური აქტივობის დაქვეითებასა და უსიამოვნო სუნს იწვევს.

როგორ არ უნდა მოვიქცეთ

  • არ შეიძლება საცობების ამოფხეკა, ამოღება ასანთით, კოვზით ან ნებისმიერი სხვა საგნით
  • არ შეიძლება ამ დაავადების მიშვება და უგულებელყოფა.


რა უნდა მოვიმოქმედოთ

  • გამოვირეცხოთ ნუშისებრი ჯირკვალი წყლიანი შპრიცით ნემსის გარეშე.
  • გამოვივლოთ ყელი ბალახის ნაყენით, ფურაცილინის ხსნარით ან იოდის სუსტი ხსნარით.
  • ჩავიტაროთ ინჰალაცია ბალახის ნახარშით და ეთერზეთებით.


ზოგიერთ შემთხვევაში საცობის წარმოშობის მიზეზი გახლავთ სტრეპტოკოკური ან სტაფილოკოკური ინფექცია, იშვიათად - ვირუსები ან სოკოვანი დაავადებები. დაავადების მიზეზის გამოვლენა და სათანადო მკურნალობის დანიშვნა მხოლოდ ექიმს შეუძლია. გაუფრთხილდით თავს და იყავით ჯანმრთელი!