თუ თირკმელები გაწუხებთ, მაშინ იმკურნალეთ ამ ხალხური რეცეპტით.
მინდა, ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ: წლების განმავლობაში მაწუხებდა თირკმელები. შარდის ანალიზში მქონდა მარილები და ლეკოციტები. ექიმმა დამინიშნა მკურნალობა, მაგრამ მდგომარეობა პერიოდულად მიუარესდებოდა.
ერთმა ნაცნობმა მასწავლა ხალხური რეცეპტი:
ინგრედიენტები:
მომზადების და გამოყენების წესი:
1 ჩ/კ სელის თესლს დაასხით ერთი ჭიქა წყალი და ადუღეთ 10- 15 წუთი. ნახევარ- ნახევარი ჩ/ჭ ნახარში უნდა სვათ 2 საათში ერთხელ, ორი დღის განმავლობაში. ნაყენი ბლანტი იქნება, ამიტომ მიღების წინ წყალში უნდა გააზავოთ. თუ უგემური მოგეჩვენებათ , შეგიძლიათ ლიმონის წვენი დაამატოთ. ორდღიანი მკურნალბის შემდეგ შევატყვე, რომ შარდი დაიწმინდა, წელის ტკივილმა მიკლო. შარდის ანალიზი აღარ გამიკეთებია, მაგრამ ვგრძნობ , რომ უკეთ ვარ. როცა წელის არეში უსიამოვნო შეგრძნება მეწყება ხოლმე, მაშინვე ვიწყებ სელის ნაყენით მკურნალობას და მდგომარეობაც მაშინვე მიუმჯობესდება.
ექიმის კომენტარი:
სელი ფარმაკოპეაში შეტანილია, როგორც კუჭ-ნაწლავის დაავადებათა სამკურნალო საშუალება. სელის თესლი შეიცავს დიდი რაოდენობით ლორწოს, რომელიც მცენარის ნახარშში გამოიყოფა და მისი მიღებისას კუჭის, საყლაპავის, ნაწლავების ლორწოვანი გარსის ზედაპირი ლორწოს თხელი ფენით იფარება და ამგვარად დაცულია გამრიზიანებლისაგან. ამიტომ, სელის ნახარშს ძირითადად, იყენებენ კუჭის,ნაწლავების, საყლაპავის ანთებითი და წყლულოვანი დაავადებების დროს. გარდა ამისა, სელის ზეთს აქვს ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო მოქმედება. იგი ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში.
რაც შეეხება მკითხველის მიერ მოწოდებულ რეცეპტს, ფარმაკოპეაში ამ მცენარის თირკმლების სამკურნალოდ გამოყენების შესახებ არაფერია ნათქვამი, თუმცა მსგავს რეცეპტებს ვხვდებით რუსული ხალხური მედიცინის წყაროებში.
რასთან არის დაკავშირებული სელის ნახარშის დადებითი ეფექტი თირკმელ- კენჭოვანი დაავადებებისა და პიელონეფრიტის დროს, ცნოილი არ არის.
სავარაუდოა, რომ ნახარშში შემავალი ლორწო დადებითად მოქმედებს შარდსადენი გზების შიგა ზედაპირზეც და ხელს უწყობს მარილთა კრისტალებისაგან დაზიანებული ეპითელიუმის აღდგენას.

- 1 ჩ/კ სელის თესლი
- 1 ჭ წყალი