6 პრეპარატი, რომელიც წონაში მატებას განაპირობებს. იქნებ ამის ბრალია თქვენი ჭარბწონიანობა?

6 პრეპარატი, რომელიც წონაში მატებას განაპირობებს. იქნებ ამის ბრალია თქვენი ჭარბწონიანობა?
გვერდითი მოვლენები ყველა წამალს გააჩნია! თითქოს დიდად საგანგაშო არაფერია, მაგრამ ბევრს ზომაზე მეტად უსიამოვნო შედეგამდე მიჰყავს ადამიანი. გვერდითი მოვლენა შეიძლება წონაში მატებითაც გამოიხატოს. ასე, რომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა!

  1. ანტი-დეპრესანტები:
    ანტიდეპრესანტები შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომელთა შემადგენლობაც (სეროტონინის სელექციური უკუმიტაცების ინჰიბიტორი) ადამიანის თვითშეგრძნებას აუმჯობესებს, სანაცვლოდ კი საკვების მიმართ მოთხოვნილებას უზრდის, განსაკუთრებით კი ნახშირწყლების მიმართ. ამ ჯგუფის წამლებია: პროზაკი, ლექსაპრო, პაკსილი და ზოლოფტი. ღირს თუ არა ექიმთან კონსულტაციის გავლა, მათი სხვა პრეპარატებით ჩასანაცვლებლად,- ეს მეოორე საკითხია. ველბუტრინი და ბუპროპიონი, პირიქით მოქმედებს და პაციენტები წონაში კლებისაკენ მიჰყავთ.

  2. ჩასახვის საწინააღმდეგო აბები:
    დასალევი აბები ჰორმონალურ ფონს სრულიად ცვლის ადამიანის ორგანიზმში და ხშირად წონაში მატების გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს. გარდა ამისა, ამ კონკრეტულ აბებში შემავალი ჰორმონი, პროგესტერონი, ჭამის მადას უზრდის ადამიანს. მოკლედ, დღევანდელი ფარმაცეფტული ბაზარი სავსეა წამლებით და საქმეში ენდოკრინოლოგიც შეგიძლიათ ჩართოთ შემდეგი მოთხოვნით: შეგირჩიოთ პრეპარატი, რათა თავიდან აგარიდოთ წონასთან მატების პრობლემა.

  3. ბეტა-ადრენობლოკატორი :
    ამ ჯგუფის წამლებს, გულის უკმარისობის და მიგრენისთვის ხმარობენ. მათი მიღების შედეგად, პაციენტი საშუალოდ 2-3 კილოგრამს იმატებს. წონაში მატების პრობლემას კი მეტაბოლიზმი იწვევს, რომელიც კონკრეტულად ამ წამალს ახლავს.



    მაღალი წნევის შემთხვევაში, ნიშნავენ დიურეკს, ხოლო თუ ბეტა-ადრენობლოკატორი გაქვთ გამოწერილი, ესეიგი გამოდის, რომ ზემოთ ხსენებული წამლის ჯგუფი თქვენზე არ მოქმედებს. ასეთ შემთხვევაში, თქვენი ერთადერთი ჰიპერტონიასთან ბრძოლის საშუალება, მხოლოდ ბეტა-ადრენობლოკატორია, და ისღა დაგრჩენიათ, რომ მაქსიმალურად ეცადოთ, წონაში არ მოიმატოთ. ფორმის შესანარჩუნებლად კი აქტიური ცხოვრების წესს უნდა მისდიოთ.

  4. სტეროიდები:

    სტეროიდების გვერდითი მოვლენები:

    • უძილობა;
    • მომატებული ჭამის მადა;
    • ორგანიზმში სითხის შეკავება;

    ყველა ზემოთ ჩამოთვლილი, წონაში მატების რისკს ზრდის. შესაბამისად, პაციენტების 75% მკურნალობისას, განიცდის წონაში მატებას. სანამ ექიმთან მიხვალთ წამლის შეცვლის მოთხოვნით, ეცადეთ თავი აარიდოთ ეკრანებთან ჯდომას და დაკავდით სპორტით! ამით კი უძილობის პრობლემასაც მოაგვარებთ.

  5. ანტიჰისტამინი:
    ანტიჰისტამინებს, ალერგიის და ალერგიული რეაქციის საწინააღმდეგოდ ხმარობენ. სანამ ამ სახეობის პრეპარატების მიღებას დაიწყებთ, კარგად დაფიქრება გმართებთ, რადგან წონაში მატების საფრთხის წინაშე დგებით! ეს პრეპარატები ორგანიზმში ჰისტამინის გამომუშავებას უშლის ხელს და აძლიერებს შიმშილის შეგრძნებას. ეგებ ალერგიასთან ბრძოლის სხვა მეთოდები გეცადათ? მაგალითად როგორიცაა: ცხვირ- ხახის გამმორეცხვა, (კვერცეტინის ფლავონოიდის დამატებით) არსებობს ხალხური მეთოდებიც, რომლებიც ანტიჰისტამინს ჩაანაცვლებს.

  6. შაკიკის საწინააღმდეგო პრეპარატები:
    თურმე, თავის ტკივილგამაყიჩებელ წამლებსაც ახასიათებთ წონაში მატება. აუცილებლად ტკივილის მიზეზს უნდა მიაკვლიოთ, შემდეგ კი წამალი ეძებოთ! თავის ტკივილის მიზეზი შეიძლება უძილობა, მავნე ჩვევები, არასწორი კვება ან სულაც წყლის არასაკმარისი რაოდენობით მიღება იყოს! გაგიკვირდებათ და თავის ტკივილის მიზეზი ემოციური ფონიც შეიძლება აღმოჩნდეს.