5 ყოველდღიური ჩვევა, რომლის გამოც წონაში ვიმატებთ!
არ მიირთმევთ ფასთ ფუდს, ტკბილეულობას, არ სვამთ გაზიან სასმელებს, ბევრს დადიხართ, მაგრამ წონაში ვერ იკლებთ. შესაძლოა, რაიმეს არასწორად აკეთებდეთ. და რას, ამის თაობაზე ჩვენს დღევანდელ სტატიაში შეიტყობთ. შეცვალეთ თქვენი ჩვევები და დაინახავთ, როგორ შეიცვალა თქვენი სხეული უკეთესობისკენ!
მავნე ჩვევები ტანისთვის
პატარა ულუფები საუზმეზე
არავითარი ყავა და ფუნთუშა! დამტკიცებულია, რომ დილით ნოყიერად უნდა ისაუზმოთ. 600 კალორიის შემცველი საუზმის წყალობით ეჩვევით სწორი კვების რეჟიმს. ამიტომ ისაუზმეთ კარაქიანი შვრიის ფაფით და სასარგებლო ხაჭოს დესერტით. ყავა და ფუნთუშა კი ხესისთვის შმეოიტოვეთ.
ცოტა გძინავთ
უძილობა ხელს უწყობს წონაში მომატებას. მიზეზი ჰორმონალურ ცვლილებებში და რეჟიმშია. ღამით, ალბათ მიირთმევთ, დღისით ყავას სვამთ, რათა უძილობას უშველოთ, ამასთან, მიირთმევთ ტკბილეულობასაც. ამიტომ, დაწექით ადრე და გამოიმუშავეთ სასარგებლო ჩვევები.
დიდ ხანს ზიხართ
ცხოვრების მჯდომიარე წესი - დღევანდელობის სენია. ადამიანები ყველგან ზიან, კომპიუტერთან, სამსახურში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ამ მავნე ჩვევას გულ-სისხლძარღვთა დაავადებამდე, დიამეტამდე და წონაში მომატებამდე მიჰყავს. ამიტომ, ეცადეთ, იყოთ აქტიური.
შინ ხალათში ან პიჟამოში სიარული
შინაური ხალათი და პიჟამო განგვაწყობს მშვიდ დასვენებაზე. სურვილი გიჩნდება, მიუჯდე ნოუთბუქს, უყურო ფილმს, მიირთვა სასუსნავები. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ თუ ყოველდღე ასე იქცევით, ნუ გაგიკვირდებათ, რომ წონაში იმატებთ. ჩაიცვით ლამაზი სპორტულები, გააკეთეთ ის, რაც დიდი ხნით გადადეთ და დაძინებამდე ერთი საათით ადრე წამოწექით.
იცვამთ სიბნელეში
როგორც კი გაიღვიძებთ, გასწიეთ ფარდები და შემოუშვით ოთახში სინათლე. სინათლის ცისფერი ტალღები ორგანიზმს გაღვიძებაში ეხმარება და მეტაბოლიზმის დაჩქარებაში. საკმარისია დღის სინათლე დღეში 20 წუთით.