ნარევი, რომელიც თავის ტკივილის სულ რაღაც 5 წუთში აყუჩებს. დაივიწყეთ აბები!

ნარევი, რომელიც თავის ტკივილის სულ რაღაც 5 წუთში აყუჩებს. დაივიწყეთ აბები!
თავის ქრონიკული ტკივილი და შაკიკი უამრავი ადამიანისთვის ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. ამ უსიამოვნო პრობლემისგან მთელი ორგანიზმი საგრძნობლად ზიანდება, რადგან ირღვევა მისი ფუნქციონირება.

ხშირად მედიკამენტოზურ მკურნალობას უფრო მეტი ზიანი მოაქვს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ვიდრე სარგებელი, რადგან მსგავსი პრეპარატები იწვევს დამოკიდებულებას და დროთა განმავლობაში მათ ეფექტს ვეღარც კი ვგრძნობთ. გარდა ამისა, მსგავსი აბებისთვის უამრავი გვერდითი მოვლენა და უკუჩვენებაა დამახასიათებელი.

''Fpaparazzi''-ის რედაქციას სურს გაგიზიაროთ 100%-ით ნატურალური გზა, რომელიც ყველაზე ძლიერ თავის ტკივილსაც კი სულ რაღაც 5 წუთში გაგიყუჩებთ. ამ საშუალების დამზადება, რომელსაც დღეს გთავაზობთ, ძალიან მარტივია.

თქვენ მხოლოდ 3 ინგრედიენტი დაგჭირდებათ:
  • ლიმონის წვენი;
  • მარილი;
  • ლიმონის ცედრა.

რეკომედირებულია ჰიმალაის კრისტალური მარილის გამოყენება, რადგან ეს პროდუქტი გამდიდრებულია მინერალებით. მის შეძენას შეძლებთ თითქმის ყველა სუპერპაკეტში. ჰიმალაის კრისტალური მარილი შეიცავს დაახლოებით 84 სასარგებლო, ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელ ელემენტს. სწორედ ამიტომ, ის არაჩვეულებრივია თავის ტკივილისა და შაკიკის სამკურნალოდ, სისხლში სეროტონინის დონის ასამაღლებლად, ნერვული სისტემის გასაძლიერებლად და ორგანიზმში მჟავა-ტუტოვანი ბალანსის აღსადგენად.

მომზადება:

გამოწურეთ წვენი ორი ლიმონისგან, ხოლო ცედრა გახეხეთ წვრილ სახეხზე. ლიმონის წვენისა და ცედრის ნარევში ჩაამატეთ 2 ჩაის კოვზი ჰიმალაის მარილი, კარგად გადაურიეთ და ჩაამატეთ 200 მლ წყალი. სასმელი აუცილებლად უნდა იყოს ახლადდამზადებული.

ამ ნარევის მიღებიდან 5 წუთში თავის ტკივილი უკვალოდ გაქრება. გახსოვდეთ, თუ თქვენ სისხლის მაღალი წნევა გაწუხებთ, რეკომენდირებულია ექიმთან კონსულტაციის გავლა და მხოლოდ მისი ნებართვის შემთხვევაში ამ საშუალების მიღება.