მსუბუქი და გემრიელი სალათა „ცილოვანი დარტყმა“

მსუბუქი და გემრიელი სალათა „ცილოვანი დარტყმა“
fpaparazzi გემრიელი და მსუბუქი ვახშმის შესანიშნავ ვარიანტს გთავაზობთ!

საჭირო მასალა:
  • მოხარშული ქათმის ფილე
  • წითელი ბულგარული წიწაკის ნახევარი
  • ყველი 150 გ
  • 5 კვერცხი
  • 5 ღერი მწვანე ხახვის ფოჩი
  • სასურველი სოუსი


მომზადების წესი:
1. აძენძეთ ხელით მოხარშული ქათმის ფილე.
2. დაჭერით წვრილ ჩხირებად ბულგარული წიწაკა;
3. მოხარშეთ მაგრად კვერცხი და დაჭერით პატარა კუბიკებად.
4. ყველი გახეხეთ მსხვილად, ხოლო ხახვის ფოჩი დაჭერით წვრილად.
5. ყვალაფერი კარგად აურიეთ და მოასხით ან მაიონეზი, ან არაჟანი. ან სხვა სასურველი სოუსი.

გემრიელად მიირთვით!