იტალიური სალათა ლორით, ყველითა და ბოსტნეულით

იტალიური სალათა ლორით, ყველითა და ბოსტნეულით
fpaparazzi გთავაზობთ მსუბუქი და ძალიან გემრიელი სალათის რეცეპტს.
საჭირო მასალა:
  • 300 გ ლორი;
  • 2 ცალი პომიდორი
  • 2 ბულგარული წიწაკა;
  • 400 გ მაკარონი;
  • 300 გ დაკონსერვებული სიმინდი;
  • 200 გ ყველი;
  • მაიონეზი გემოვნებით;
  • მარილი და პილპილი.

მომზადება:
  1. მოხარშეთ მაკარონი მარილწყალში, გადაუღვარეთ წყალი და გააცივეთ.
  2. დაჭერით პომიდორი და ბულგარული წიწაკა კუბიკებად, ლორი - თხელ ნაჭრებად, ყველი გახეხეთ მსხვილად.
  3. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, დაუმატეთ მარილი და პილპილი. მოასხით მაიონეზი.

გემრიელად მიირთვით!