მზესუმზირის 7 დადებითი გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე

ყველას ძალიან გვიყვარს მზესუმზირის კნატუნი, ეს კი სახალისოსთან ერთად, ძალიან სასარგებლოცაა და აი, რატომ:
- აუმჯობესებს გულის მუშაობას
მზესუმზირა ძალიან სასარგებლოა გულსისხლძარღვთა სისტემისთვის. ის შეიცავს ორ უმნიშვნელოვანეს ნივთიერებას - ე ვიტამინსა და ფოლატს. ე ვიტამინს ანტიოქსიდანტის ფუნქცია აქვს, რეგულარული მიღების შემთხვევაში ამცირებს გულის დაავადების რისკს. ფოლატი კი ჰომოცისტეინს გარდაქმნის მეთიონინად, რომელიც ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანესი ამინომჟავაა. - აუმჯობესებს გუნება-განწყობას
მზესუმზირა შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნეზიუმს, ეს ნივთიერება კი ძალიან ეფექტურად გამოიყენება დეპრესიასთან ბრძოლაში. - არეგულირებს ქოლესტერინის დონეს
მზესუმზირაში დიდი რაოდენობითაა ფიტოსტეროლი, რომელსაც ქოლესტერინის მსგავსი თვისებები აქვს და ექიმები ქოლესტერინის დონის დასაბალანსებელი დიეტის დროს ნიშნავენ. - იცავს თქვენს თმასა და კანს
ე ვიტამინისა და ცხიმოვანი მჟავების კომბინაციის მეშვეობით, მზესუმზირას შეუძლია დაიცვას თქვენი სახე და თმა მზის მავნე ზემოქმედებისგან და ზელი შეუწყოს რეგენერაციის პროცესს. - ენერგიის წყარო
მზერუმზირაში შემავალი ვიტამინი ბ-1 ხელს უწყობს ადამიანს საკვებიდან მეტი ენერგიის ათვისებაში და ააქტიურებს ორგანიზმში მისი ფუნქციონირებისთვის აუცილებელ უჯრედებს. - სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება
მაგნეზიუმის მაღალი შემცველობის წყალობით, მზესუმზირა ხელს უწყობს სისხლის ნორმალური მიმოქცევის შენარჩუნებას და გიცავთ სერიოზლი დაავადებებისგან. - ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების ხელშეწყობა
ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს ძირითადად სელენის დეფიციტი იწვევს. მზესუმზირა კი სელენის არაჩვეულებრივი წყაროა. რამდენიმე მუჭა მზესუმზირის მირთმევით სელენის დეფიციტის რისკს შეამცირებთ.