აი რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყოველდღიურად 1 ნაჭერ საზამთროს მიირთმევთ

აი რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყოველდღიურად 1 ნაჭერ საზამთროს მიირთმევთ
საზამთრო - უგემრიელესი პროდუქტი, რომლისთვისაც წარმოუდგენლად სასარგებლო თვისებებია დამახასიათებელი. ის ატენიანებს ორგანიზმს, აუმჯობესებს თირკმელების ფუნქციონირებას და არეგულირებს არტერიულ წნევას. გარდა ამისა, ეს პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით A ვიტამინს, ლიკოპინსა და C ვიტამინს.



საზამთროს 9 გასაოცარი თვისება

კანის მდგომარეობის გაუმჯობესება: თუ გსურთ, გაიუმჯობესოთ კანის მდგომარეობა, მიირთვით საზამთრო ყოველდღიურად. გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით A ვიტამინს, ის ატენიანებს ჩვენს ორგანიზმს და ეხმარება ქსოვილებს აღდგენა-რეგენერაციაში.

გულის ფუნქციონირების გაუმჯობესება: საზამთროს წარმოუდგენლად სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. ის შეიცავს დიდი რაოდენობით კაროტინოიდებს, კალიუმსა და C ვიტამინს. თითოეული ეს ნივთიერება აუცილებელია გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობისთვის. გარდა ყოველივე ამისა, საზამთრო ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს.

თირკმელების ფუნქციონირების გაუმჯობესება: კენჭების არსებობა თირკმელებში უდიდეს დისკომფორტთან და ტკივილებთანაა დაკავშირებული. საზამთრო ძლიერი შარდმდენი პროდუქტია, რისი წყალობითაც ორგანიზმიდან გამოიდევნება ზედმეტი სითხე და დატვირთვა თირკმელებზე რამდენჯერმე მცირდება.

მხედველობის გაუმჯობესება: A ვიტამინი, რომელიც ჭარბადაა საზამთროში, გვეხმარება მხედველობის გაუმჯობესებაში. ეს პროდუქტი არაჩვეულებრივი საშუალებაა ასაკის მატების პარალელურად კარგი, მახვილი მხედველობის შესანარჩუნებლად.




აქვს სასარგებლო გავლენა ძვლებზე: საზამთრო მდიდარია ლიკოპინითა და კალიუმით. ეს ორი ნივთიერება აძლიერებს და აჯანსაღებს ჩვენს ძვლებს. მიირთვით დიდი რაოდენობით საზამთრო, რათა ასაკის მატებასთან ერთად თავიდან აირიდოთ ძველბთან და სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები.

სისხლის წნევის შემცირება: კალიუმი და მაგნიუმი - ორი ელემენტი, რომელიც ამცირებს სისხლის წნევას. საზამთრო სწორედ ის პროდუქტია, რომელიც გამდიდრებულია ამ ორი მინერალით.

კუნთების ტკივილის მოხსნა: საზამთრო ებრძვის ანთებით პროცესებსა და კუნთების ტკივის. ყოველივე ეს განპირობებულია ფრუქტოზით, რომელიც ჭარბადაა საზამთროში.

გვეხმარება ასთმის დროს: C ვიტამინი, რომელიც ჭარბადაა საზამთროში, გვეხმარება ასთის შემოტევების წინააღმდეგ ბრძოლაში. გარდა C ვიტამინისა, ეს პროდუქტი გაჯერებულია უამრავი სასარგებლო საკვები ნივთიერებით, რომელიც ფილტვებს და სასნუთქ გზებს გვიჯანსაღებს.

პროსტატის სიმსივნის განკურნება: საზამთრო გამდიდრებულია ისეთი საკვები ნივთიერებებით, რომლებიც ამ საშინელი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში გეხმარება.



გისურვებთ ჯანმრთელობას!