ნამცხვარი „დღე და ღამე“ - ბავშვობის საყვარელი გემო!

ნამცხვარი „დღე და ღამე“ - ბავშვობის საყვარელი გემო!
fpaparazzi ბავშვობაში დაგაბრუნებთ და საყვარელ ტკბილეულს გაგახსენებთ...

საჭირო მასალა:
  • კვერცხი 4 ცალი
  • კარაქი 100 გ
  • ფქვილი 1,5 ჭიქა
  • ვანილი 1 ჩ/კ
  • გამაფხვიერებელი 1,5 ჩ/კ
  • შაქარი 150 გ
  • კაკაო 2 ს/კ

მინანქარი:
  • რძიანი შოკოლადი 150-200 გ
  • კარაქი 3-4 ს/კ

მომზადების წესი:
1. დარბილებულ კარაქში გაქენით შაქარი.
2. შეათვიქფეთ კვერცხი სათითაოდ.
3. დაუმატეთ ვანილინი, გამაფხვიერებელი და გაცრილი ფქვილი.
4. მოზილეთ ერთგვაროვანი, სქელი არაჟნის კონსისტენციის ცომი.
5. გაყავით ცომი ორ თანაბარ ნაწილად. ერთში დაუმატეთ კაკაო და კარგად აურიეთ.
6. კარაქწასმულ კექსის ფორმაში რიგრიგობით, ფენებად ჩაასხით ორივე ცომი.
7. აცხვეთ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთი.
8. მინანქრისთვის გაადნეთ შოკოლადი და კარაქი, ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღაბდმე.
9. გააგრილეთ კექსი და მოასხით მინანქარი.
გემრიელად მიირთვით!