როგორ უნდა მოვუაროთ მშრალ, ცხიმიან და კომბინირებულ სახის კანს ზამთარში.

როგორ უნდა მოვუაროთ მშრალ, ცხიმიან და კომბინირებულ  სახის კანს ზამთარში.
კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა სიცივის მიმართ. კანის ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე მოთავსებულია საშუალოდ 15 - 23 რეცეპტორი, რომელიც სიცივეს შეიგრძნობს. ეს მაშინ, როცა ამავე ფართობზე, სითბოს აღმთქმელი მხოლოდ სამი რეცეპტორია. სიცივეზე ხანგრძლივად ყოფნისას, სახის კანის სისხლძარღვები ვიწროვდება, რის გამოც მათი სისხლით მომარაგება გაძნელებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ სახის კანის კვება არ ხდება ისე, როგორც საჭიროა. კანი შრება, იქერცლება და იწყებს ჭკნობას.
მაშ ასე გთავაზობთ ნიღბებს სახის კანის სამივე ტიპისათვის:
მშრალი კანისათვის:
  1. ნახევარი კვერცხის გული, ნებისმიერი მცენარეული ზეთი ( 1 ჩ/კ ) და ამდენივე სიმინდის ფქვილი.
  2. 1 ჩ/კ თაფლი , ერთი კვერცხის გული და 1 ჩ/კ გლიცერინი.
  3. 1 ს/კ თბილ რძეში, გავთქვიფოთ 20 გრ საფუარი და დავამატოთ 1 ს/კ მცენარეული ზეთი.
  4. წვრილად დაჭრილი კომბოსტო მოვხარშოთ რძეში, სანამ არ მივიღებთ ფაფისებრ მასას. მიღებული მასა ოცი წუთით წავისვათ სუფთა სახეზე.


ცხიმიანი კანისათვის:
  1. ავიღოთ 1 ს/კ ხაჭო, ამდენივე მაწონი და ცოტა მარილი.
  2. 20 გრ საფუარი გავთქვიფოთ ლიმონის წვენში, დაახლოებით არაჟნის კონსისტენციამდე.
  3. კომბოსტოს ფოთლები გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში , მიღებულ მასას შეურიოთ კარგად გათქვეფილი , ერთი კვერცხის ცილა.
  4. ერთი კვერცხის ცილას შევათქვიფოთ , 1 ს/კ მოშუშული ვაშლის ფაფა.
    საერთოდ ვაშლის ნიღაბი შეგიძლიათ გამოიყენოთ, მთელი წლის განმავლობაში, როგორც ცხიმიანი ასევე მშრალი კანისათვის. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მშრალი კანისათვის, ზემოთ აღწერილ მასას უნდა დაუმატოთ 1 ჩ/კ მცენარეული ( უმჯობესია ზეითუნის ) ზეთი, ან ერთი ამპულა A ვიტამინი.

ნორმალური, კომბინირებული კანისათვის:
  1. ერთი კვერცხის გულს შეათქვიფეთ, 1 ს/კ გლიცერინი.
  2. ავიღოთ 1 ს/კ თაფლი და შეურიოთ 10 წვეთი ლიმონის წვენი.

ნებისმიერი, ჩვენს მიერ ზემოთ აღწერილი ნიღაბი სახეზე უნდა გაიჩეროთ 15 - 20 წთ. შემდეგ პირი უნდა დაიბანოთ ჯერ თბილი და მერე ცივი წყლით. დაბანილ სახეზე უნდა გადაისვათ მკვებავი მალამო.
ცხიმიან კანზე შესანიშნავად მოქმედებს გრეიფრუტის ლოსიონი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: უნდა ავიღოთ ერთი ცალი გრეიფრუტი, გავწუროთ და მიღებულ წვენს დაუმატოთ ხუთი წვეთი ქაფურის სპირტი.
სტატიის ავტორი: თამარ ასანიშვილი
სტატიის წყარო:ქალი სილამაზე და...