ალოეს წვენს ბადალი არ მოეპოვება! იგი აჩქარებს კანის უჯრედების აღდგენას და აფერხებს მის ჭკნობას!

ალოეს წვენს ბადალი არ მოეპოვება! იგი აჩქარებს  კანის უჯრედების აღდგენას და  აფერხებს მის ჭკნობას!
ალოეს წვენს ბადალი არ მოეპოვება. იგი აქტიური სტიმულატორია, აჩქარებს კანის უჯრედების აღდგენას, აფერხებს მის ჭკნობას და ასევე ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს. ალოეს ასევე ნაოჭების გაჩენის საწინააღმდეგო საშუალებაცაა.

  • ალოეს ახალი ფოთლები გაატარეთ ხორცსაკეპში, შემდეგ კარგად გაწურეთ ორფენა მარლაში. გამოწურულ წვენში დაასველეთ საფენები და დაიდეთ სახეზე 10 წუთით. პროცედურა კვირაში 2 - 3 - ჯერ, მაინც გაიმეორეთ. სახეზე ნაოჭები გაგიქრებათ.

  • კანის ანთებითი პროცესის დროს ალოე შესანიშნავი სამკურნალო საშუალებაა.
    მომზადების წესი:
    ალოეს ფოთლები გარეცხეთ, გაატარეთ ხორცსაკეპში. მიღებული ფაფა გააზავეთ წყლით ( 1 წილი წყალი, წილი ალოე ). 1 საათის შემდეგ წამოდუღეთ 3 წუთით. გაგრილების შემდეგ გაწურეთ ორფენა მარლაში. დაასველეთ საფენები და დაიდეთ ანთებით გაღიზიანებულ კანის არეში.

  • ალოე თავისი უნივერსალობით, ასევე სწრაფად აშუშებს ნატკენ და დაბეჟილ ადგილებს. ამისათვის გარეცხილი ალოეს ფოთლებს მოაშორეთ ეკლები, თითოეული ფოთოლი გაჭერით შუაზე და სველი მხრიდან დაიდეთ მტკივნეულ ადგილას, შემდეგ შეიხვიეთ დოლბანდით და გაიჩერეთ მეორე დღემდე. იმ შემთხვევაში თუ ჭრილობა არ მოშუშდა, პროცედურა თავიდან გაიმეორეთ.

სტატიის ავტორი: მერი კაიკაციშვილი
სტატიის წყარო:მკურნალობა ოჯახურ პირობებში და ექიმის რჩევები