ბრინჯი ქათმით ქოთანში

ბრინჯი ქათმით ქოთანში
fpaparazzi ძალიან გემრიელი და ეგზოტიკური კერძის რეცეპტს გიზიარებთ.

საჭირო მასალა:
  • ქათამი- 1 ცალი
  • სტაფილო- 1 ცალი
  • ხახვი- 1 თავი
  • ბრინჯი- 6ს.კ
  • მარილი გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი 1 ს.კ
  • სუნელები


მომზადების წესი:
1. ქათამი მოხარშეთ, მოაცილეთ კანი, დაჭერით და დაბრაწეთ მცენარეულ ზეთში
2. სტაფილო გახეხეთ და დაუმატეთ ქათმის ხორცს. თუშეთ, სანამ მზად არ იქნება.
3. აიღეთ 3 პატარა ზომის ქოთანი და მოათავსეთ მათში მოთუშული ხორცი. თითოეულ ქოთანში დაამატეთ 2 ს.კ ბრინჯი
4. დაუმატეთ იმდენი წყალი, რომ ოდნავ ფარავდეს ბრინჯეს. დაუმატეთ მარილი, დაახურეთ თავსაფარი, შედგით ღუმელში სანამ ბრინჯი კარგად არ მოიხარშება

გემრიელად მიირთვით.