ბრინჯი ქათმით ტკბილ-მწარე სოუსში

ბრინჯი ქათმით ტკბილ-მწარე სოუსში
Facepaparazzi-ი გთავაზობთ უგემრიელესი რეცეპტს მათთვის, ვისაც პიკანტური გემოები გიზიდავთ.
საჭირო მასალა:
  • ქათმის ფილე- 400გ
  • ბრინჯი-500გ
  • ტომატი- 2ს/კ
  • თაფლი- 1ჩ.კ
  • ლიმონის წვენი 1 ჩ.კ
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • ბარდის კონსერვი- 100გ


მომზადების წესი:
  1. ბრინჯი მოხარშეთ. გადაუწურეთ წყალი, აურიეთ ბარდა.
  2. ქათმის ფილე მოხარშეთ და პატარა კუბებად დაჭერით.
  3. ტაფა გაახურეთ, დაასხით მცენარეული ზეთი და დაბრაწეთ ფილე 5 წუთის განმავლობაში.
  4. ცალკე ჯამში ცოტა წყალში გახსენით თაფლი და ტომატის პასტა და დაუმატეთ ქათმის ხორცს.
  5. დაუმატეთ წიწაკა და ლიმონის წვენი, მარილი გემოვნებით. თუშეთ 5 წუთის განმავლობაში.
  6. ბრინჯი გადმოიღეთ ლანგარზე, გევრდით კი დაუდეთ ქათამი სოუსით.



გემრიელად მიირთვით