გარედან - ხრაშუნა, შიგნიდან – ნაზი ორცხობილა-ბრილიანტები!

გარედან - ხრაშუნა, შიგნიდან – ნაზი ორცხობილა-ბრილიანტები!
fpaparazzi გთავაზობთ ცნობილი ფრანგი კონდიტერის, პიერ ერმეს ცნობილ ორცხობილას, რომელიც ისეთი ნაზია, უბრალოდ პირში დნება!
საჭირო მასალა:
  • კარაქი – 230 გ
  • შაქრის პუდრა – 100 გ
  • მარილი 1/4 ჩ/კ
  • ვანილის ექსტრაქტი 0,5 ჩ/კ
  • ფქვილი 330 გ
  • კვერცხი 3 ცალი
  • შაქარი ცომის ამოსავლებად

მომზადების წესი:
  1. დარბილებულ კარაქს შეაზილეთ შაქრის პუდრა ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  2. დაუმატეთ მარილი, ვანილი და საცერით ჩააყარეთ ფქვილი.
  3. მოზილეთ რბილი ცომი და გააკეთეთ გუნდა.
  4. გაანაწილეთ 3 ნაწილად, თითოეულისგან გააკეთეთ 2-3 დიამეტრის “ძეხვი”.
  5. თითოეული ძეხვი შეახვიეთ საკვების შესაფუთ ცელოფანში და შედეთ საყინულეში 10-15 წუთით.
  6. გამოიღეთ, წაუსვით “ძეხვებს” ათქვეფილი კვეცხი, ამოავლეთ შაქარში და დაჭერით 2 სმ-ის სისქის ნაჭრებად.
  7. გადაიტანეთ ორცხობულები პერგამენტაფენილ ტაფაზე და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
  8. აცხვეთ 20-25 წუთი ორნავ შევარდისფრებამდე.

გემრიელად მიირთვით!