ნამცხვარი „მზიანი შემოდგომა“ საზამთროს მუსით
fpaparazzi უგემრიელესი, ძალიან ორიგინალური და არომატული დესერტის რეცეპტს წარმოგიდგენთ.
საჭირო მასალა:
ორცხობილა:
ვარდისფერი მუსი:
ნაღებისა და ქოქოსის კრემი:
მოსართავად:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
ორცხობილა:
- 40 გ ფსტის პასტა
- 30 მლ ლიქიორი „ამარეტო“
- 80 გ კარაქი
- 50 გ შაქარი
- 1 კვერცხი
- 250 გ ფქვილი
- 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
ვარდისფერი მუსი:
- 600 გ საზამთროს პიურე
- 100 გ მასკარპონე
- 3 ს/კ შაქრის პუდრა
- 30 გ ჟელატინი
- 50 გ საზამთრო
ნაღებისა და ქოქოსის კრემი:
- 50 გ ქოქოსის ფანტელი
- 300 მლ ნაღები
- 2 ს/კ შაქრის პუდრა
- 10 გ ჟელატინი
მოსართავად:
- პიტნა
- შაქრის პუდრა
- დაფხვნილი „პეჩენია“
- 10 მლ ნაღები ლიქიორი ან სიროფი დასანამად
- 4 ს/კ რძე
მომზადების წესი:
- ქოქოსის ფანტელი დააქუცმაცეთ ბლენდერში. აადუღეთ 100 მლ ნაღები და დაასხით ქოქოსის ფანტელს. გააგრილეთ.
- ორცხობილა: ფსტის პასტა გაქენით ლიქიორში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- დაუმატეთ დარბილებული კარაქი, შაქარი, კვერცხი და ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე.
- ჩაუმატეთ გამაფხვიერებელ შერეული გაცრილი ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი. მოათავსეთ მაცივარში 15 წუთი.
- ააბრტყელეთ ცომი 2 ლისტ პერგამენტს შორის, ამოჭერით ჭიქის ან ორცხობილის ფორმის მეშვეობით წრეები.
- აცხვეთ 180-200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 7-12 წუთი.
- გააცივეთ და დანამეთ სიროფით ან ნაღების ლიქიორით.
- მოამზადეთ ფორმები: შესაფერისი ზომის ჭიქაში ჩააფინეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი ისე, რომ კიდეები გადმოვიდეს ჭურჭლიდან 2-3 სმ-ით. ფსკერზე მოათავსეთ ორცხობილა.
- ვარდისფერი მუსი: ჟელატინი დაალბეთ 10-15 წუთი 10 ს/კ საზამთროს წვენში და შეათბეთ. არ აადუღუთ.
- საზამთრო დააბლენდერეთ (დაგჭირდებათ 600 გ პიურე), 50 გ საზამთრო დაჭერით პატარა კუბიკებად და მოათვსეთ საწურზე, რომ ზედმეტი წვენი გაუვიდეს. მასკარპონე ათქვიფეთ შაქრის პუდრასთან ერთადნ ჰაეროვანი მასის მიღებამდე.
- საზამთროს პიურეში წვრილ ნაკადად ჩაუშვით გაგრილებული ჟელატინი და ათქვიფეთ მაღალ სიჩქარეზე 10-15 წუთის განმავლობაში, სანამ მასა არ გაღიავდება. ვარდისფერი მასა შეურიეთ მასკარპონეს და აურიეთ.
- გაანაწილეთ ვარდისფერი მუსი ორცხობილებზე სქელ ფენად. როცა მუსი ჟელესებური გახდება, ჩააგდეთ რამდენიმე ნაჭერი საზამთრო.
- კრემი: 300 მლ ნაღებთან ერთად ათქვიფეთ შაქრის პუდრა მკვრივი, ჰაეროვანი მასის მიღებადმე. დაუმატეთ ნაღებისა და ქოქოსის მასა, აურიეთ.
- ჟელატინი დაალბეთ 4 ს/კ რძეში 10-15 წუთი, შეათბეთ, არ აადუღოთ. ოდნავ შეაგრილეთ და შეურიეთ ჟელატინს ჯერ 2-3 ს/კ კრემი, შემდეგ დანარჩენი. ათქვიფეთ და გაანაწილეთ თხელ ფენად ვარდისფერი მუსის თავზე.
- მოათავსეთ მაცივარში ერთი საათის განმავლობაში. მორთეთ პიტნის ფოთლებით და დაფხვნილი ორცხობილით.
გემრიელად მიირთვით!