მიოკარდიტის დროს მისაღები სამკურნალო საშუალებები

მიოკარდიტის დროს მისაღები სამკურნალო საშუალებები
მიოკარდიტი გულის კუნთის ანთებაა. ნებისმიერი მიოკარდიტის საფუძველი ინფექციური საწყისია. მიოკარდიტის გამომწვევ დაავადებათა შორის, პირველ ადგილზე დგას რევმატიზმი, შემდეგ სეფსისი, დიფტერია, ტიფი. ბოლო დროს გამოვლინდა მიოკარდიტის ახალი ფორმები, რომელთა გამომწვევიც ვირუსებია.
მიოკარდიტის არაინფექციური ფორმები ვითარდება ორგანიზმზე უცხო ცილის მოქმედებით, ასეთ შემთხვევაში მიოკარდიტი ატარებს ალერგიულ ხასიათს.

რეცეპტები:
  • მიოკარდიტის, გულის მანკების, გულის ნევროზის, გულის სისუსტის დროს მიიღება შავბალახას ( აფთიაქური პრეპარატი ) ნაყენი 25 - 25 წვეთი 3 - ჯერ დღეში.

  • გულის ტკივილების დროს მიიღება ისპანახის თესლი 3 - 3გრ. 3- ჯერ დღეში, ჭამამდე 0,5 სთ. ადრე, თბილი წყლის მიყოლებით.

  • მაისის შროშანი. შროშანის ნაყენს სვამენ მიოკარდიტების, გულის მანკების, გულის სისუსტის დროს, მიმდინარე მკვეთრად გამოხატული ნერვული გამოვლინებები.

    სპირტზე ნაყენი: ბოთლს ავსებენ შროშანის ყვავილებით და ასხამენ ყელამდე 90 გრადუსიან სპირტს. აყენებენ 1 კვირის განმავლობაში ბნელ, გრილ ადგილას, შემდეგ წურავენ. მიიღება 20 - 20 წვეთი 3 - ჯერ დღეში.

    წყალზე ნაყენი: 1 ს/კ შროშანის ყვავილებს ასხამენ 200მლ მდუღარე წყალს, აყენებენ 1 სთ, წურავენ, სვამენ 2 - 2 ს/კ ყოველ 2 საათში.

  • მიოკარდიტის დროს: ხორცსაკეპში გავატაროთ ლიმონი მარცვლების გარეშე- 250გრ, დავაქუცმაცოთ ლეღვის ნაყოფი - 125 გრ, თაფლი - 250 გრ, არაყი - 50 გრ.
    ეს ყველაფერი გულმოდგინედ ავურიოთ ხის კოვზით და შევინახოთ მაცივარში. მიიღება თითო ს/კ 2 - 3 -ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი