ნოყიერი გერმანული სალათა

ნოყიერი გერმანული სალათა
fpaparazzi უგემრიელესი და მარტივი სალათის რეცეპტს გთავაზობთ!

საჭირო მასალა:
  • 2 საშუალო ზომის კარტოფილი
  • 3-4 ცალი პატარა კიტრის მწნილი
  • 1 თავი ხახვი
  • სალიამი და უცხიმო ბეკონი
  • 1 კბილი ნიორი
  • 1 ს/კ მარცვლოვანი მდოგვი
  • კამა, ოხრახუში
  • არარაფინირებული ზეთი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით


მომზადების წესი:
1. კარტოფილი მოხარშეთ კანიანად, გააგრილეთ, გაფცქვენით და დაჭერით კუბიკებად.
2. ხახვი დაჭერით ნახევარწრეებად და დამდუღრეთ.
3. კიტრის მწნილი დაჭერით მრგვალ, პატარა ნაჭრებად.
4. ლორი დაჭერით მსხვილად. ძეხვი - მოგრძო ნაჭრებად.
5. ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ სასალათეში და დაუმატეთ მდოგვი, მწვანილი, მარილი და პილპილი. მოასხით ზეთი. ფრთხილად ამოურიეთ.

გემრიელად მიირთვით!