ჯემიანი ხრაშუნა ნამცხვრები
fpaparazzi მარტივად მოსამზადებელი, უგემრიელესი ტკბილეულის იდეას გთავაზობთ ჩაისთვის. ჩაინიშნეთ...
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- დარბილებული კარაქი 100 გ
- შაქრის პუდრი 50 გ
- 1 კვერცხის ცილა
- ფქვილი 200 გ
- სასურველი ხილის ჯემი
მომზადების წესი:
- ღუმელის ტაფას დააფინეთ ქაღალდი. კარაქი ათქვიფეთ შაქრის პუდრასთან ერთად.
- დაამატეთ ცილა და ხელახლა ათქვიფეთ. დაამატეთ ფქვილი, მწიკვი მარილი, ვანილი.
- თქვიფეთ მანამდე, სანამ ცომი მიქსერის დანებთან არ დაიწყებს მოგროვებას.
- ხელით გააკეთეთ პატარა ბურთულები და დაალაგეთ ტაფაზე. თითით გაუკეთეთ ჩაღრმავება და შედგით მაცივარში 1სთ.
- ღუმელი 190 გრადუსზე გაახურეთ.
- აცხვეთ ნამცხვრები 6-8 წუთი, გამოიღეთ, ხელახლა გაუკეთეთ ღრმულები თითით და შეაბრუნეთ ღუმელში კიდევ 6-8 წთ.
- ნამცხვრები ქვემოდან უნდა შეწითლდეს, ზემოთ კი თეთრი დარჩეს.
- ცხელ ნამცხვრებს მოაფრქვიეთ შაქრის პუდრა, ღრმული კი ჯემით ან შოკოლადით ამოავსეთ.
გემრიელად მიირთვით!