ქოქოსის ორცხობილები

ქოქოსის ორცხობილები
fpaparazzi გთავაზობთ ხრაშუნა და ძალიან გემრიელი ორცხობილების რეცეპტს.

საჭირო მასალა:
  • ქოქოსის ფანტელი- 120გ
  • ფქვილი- 7ჩ.კ
  • 2 კვერცხის ცილა
  • შაქრის პუდრა- 150გ
  • თხევადი შოკოლადი მოსართავად


მომზადების წესი:
1. კვერცხის ცილა ათქვიფეთ გათეთრებამდე
2. დაუმატეთ შაქრის ფხვნილი
3. თქვიფეთ მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ
4. დაუმატეთ ფქვილი
5. შემდეგ ქოქოსის ფანტელი
6. კარგად აურიეთ
7. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი
8. აცხვეთ 100 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 1,5 საათი
9. მოსართავად მზა ორცხობილებს თავზე მოასხით გამდნარი შოკოლადი

გემრიელად მიირთვით.