კექსი “ლავა” მდნარი გულით
fpaparazzi გირჩევთ, კექსი მიირთვათ ნაყინთან, ახალ კენკრასთან და ათქვეფილ ნაღებთან ერთად. მზადდება სულ რაღაც ნახევარ საათში.
საჭირო მასალა:
მომზადება:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- 225 გ შოკოლადი
- 140 გ კარაქი
- 1 ჭიქა შაქრის პუდრა (შეგიძლიათ ნაკლებიც)
- 2 კვერცხი
- 2 კვერცხის გული
- 6 ს.კ ფქვილი
- ნაყინი, ვანილი სურვილისამებრ
მომზადება:
- გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსზე.
- კექსის 4 ფორმას წაუსვით კარაქი და დადეთ ღუმელის ლითონის ფირფიტაზე.
- პატარა ჯამში წყლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში გაადნეთ შოკოლადი.
- დაუმატეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- შოკოლადის მასაში დაუმატეთ შაქრის პუდრა და კვლავ კარგად აურიეთ.
- ახლა დაუმატეთ კვერცხისა და კვერცხის გულის ნარევი, ათქვიფეთ კარგად.
- ჩააცერით ფქვილი, დაუმატეთ ვანილი და კვლავ აურიეთ.
- ჩაასხით მიღებული ცომი ფორმებში და აცხვეთ 220 გრადუსზე, დაახლოებით 6-12 წუთი, ფორმის სიდიდის მიხედვით.
- კექსები გარედან უნდა დაიფაროს ხრაშუნა კანით, ხოლო გული მდნარი უნდა დარჩეს.
- ასრი დანით ფაქიზად მოაცილეთ გვერდები ფორმას და გადმოაბრუნეთ თეფშზე.
- მორთეთ კექსი ნაყინით და მიირთვით ცხელ-ცხელი.
- თუ სტუმრებს ელით, შეგიძლიათ ცომი მოამზადოთ წინასწარ, ჩაასხათ ფორმებში და შედგათ მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!