ქათმის სალათა ყველითა და დაბრაწული პურებით
fpaparazzi-მ ვახშმად უგემრიელესი სალათის რეცეპტი მოგიმზადათ. აუცილებლად სცადეთ.
საჭირო მასალა:
მომზადება:
შემდეგ კი გემრიელად მიირთვით.
საჭირო მასალა:
- მოხარშული ქათმის ფილე 350 გ
- ბულგარული წიწაკა 2-3 ცალი
- ქორფა კიტრი 2 ცალი
- მაგარი სახეობის ყველი 150 გ
- დაბრაწული პურის კუბიკები 80 გ
- მაიონეზი გემოვნებით
- ნიორი 2 კბილი
მომზადება:
- დაჭერით მოხარშული ქათმის ფილე პატარა კუბიკებად და მოათავსეთ სასალათეში, ოდნავ ჩატკეპნეთ.
- დაჭერით პომიდორი კუბიკებად. დაჭყლიტეთ ნიორი და დაუმატეთ პომიდორს, მოასხით მაიონეზი და გაანაწილეთ მიღებული მასა ქათმის ხორცზე. თუ პომიდორს ბევრი წვენი გაუვიდა, წინასწარ გადაუღვარეთ.
- გაასუფთავეთ ბულგარული წიწაკა თესლისგან და დაჭერით პატარა კუბიკებად.
- დაჭყლიტეთ მეორე კბილი ნიორი და შეურიეთ ბულგარულ წიწაკას, მოასხით მაიონეზი და აურიეთ. მიღებული მასა გაანაწილეთ სასალათეში, პომიდვრიანი მასის ზემოდან.
- დაჭერით კიტრი კუბიკებად და მოაწყვეთ სალათის ზემოდან. შემდეგ ფენად მოაყარეთ დაჭრილი, დაბრაწული პურის კუბიკები. ბოლოს მოაყარეთ გახეხილი ყველი.
- შედგით სალათა მაცივარში 1 საათით.
შემდეგ კი გემრიელად მიირთვით.