ოლივიე სოკოთი და ქათმის ხორცით

ოლივიე სოკოთი და ქათმის ხორცით
ოლივიე საახალწლო სუფრის ტრადიციული მშვენებაა. fpaparazzi პოპულარული სალათის ოდნავ განსხვავებულ ვერსიას გთავაზობთ.

საჭირო მასალა:
  • ქათმის ფილე 300 გ
  • ქამა სოკო 300 გ
  • კვერცხი 5 ცალი
  • მჟავე კიტრი 3 ცალი
  • სტაფილო 2 ცალი
  • ხახვი 3 თავი
  • მაგარი სახეობის ყველი 250 გ
  • მაიონეზი 150 გ
  • ზეთი 3 ს/კ


მომზადების წესი:
  1. გახეხეთ სტაფილო მსხვილად, ხახვი დაჭერით წმინდად და მოხრაკეთ ორივე ზეთში.
  2. სოკო დაჭერით თხელ ფირფიტებად და მოხრაკეთ, თავისივე გაშვებული წვენი ბოლომდე არ ამოშრება.
  3. მოხარშული ქათმი ფილე, მჟავე კიტრი და მოხარშული კვერცხი დაჭერით კუბიკებად. ყველი გახეხეთ მსხვილად.
  4. ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთში ღრმა ჯამში, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით და მოასხით მაიონეზი!

გემრიელად მიირთვით!