მეცნიერულად დამტკიცებული 7 მიზეზი, თუ რატომ არის სასარგებლო შიშვლად ძილი
რაც თავი მახსოვს, ყოველთვის შიშვლად ძილი მომწონდა. არ მეჩვენება ეს ფაქტი უცნაურად. ძილი - თავისუფლებაა, როცა დასაძინებლად წვები, თავისუფლდები რუტინული ცხოვრებისგან, შენი ქვეცნობიერი და სხეული ისვენებს. მაშ რატომ უნდა ჩავიცვათ პიჟამო და რატომ შევზღუდოთ სხეული? ასე მივიჩნევდი. ინტუიციამ არ მიღალატა - მეცნიერულად დამტკიცდა, რომ შიშვლად ძილი სასარგებლოა.
რატომ უნდა დავიძინოთ შიშვლად
რატომ უნდა დავიძინოთ შიშვლად
- როცა იძინებ, სხეულის ტემპერატურა იკლებს. ეს აუცილებელია ჯანსაღი ძჳლისთვის, სიგრილეში ძილი მყარია და აღადგენს ძალებს. პიჟამო, განსაკუთრებით თუ ის რბილი და თბილია, ბუნებრივ მოვლენებზე ზემოქმედებს. შენ ვერ ახერხებ ნორმალურად გაცივებას, რათა მშვიდად და ხარისხიანად დაიძინო.
- შიშვლად ძილი ძალიან სასარგებლოა ქალის სასქესო ორგანოებისთვის. ქალებს, რომლებსაც რძიანა აწუხებს, მართებს საცვლების გარეშე დაწოლა. ეს სოკოსა და ბაქტერიების გავრცელებას ეწინააღმდეგება.
- შიშვლად დაწოლა თავდაჯერებულობას გმატებს და სექსუალურობა სულ სხვა დონემდე აჰყავს. წყვილები, რომლებიც ღამის პერანგის გარეშე იძინებენ, ტკბებიან აქტიური სექსუალური ცხოვრებით, და ეს ლოგიკურიცაა.
- შიშვლად ძილი ჰორმონი კარტიზოლის სისხლში შემცველობას ამცირებს. ეს გახლავთ სტრესის ჰორმონი, რომელიც ცხიმის დაგროვებას უწყობს ხელს მუცლის არეში. როცა შშვლად გძინავს, ღამით გაღვიძების რაოდენობა მცირდება, რომლის დროსაც კორტიზოლი სისხლში მიედინება.
- შიშვლად ძილის დროს იღებ ჰორმონი ოქსიტოცინის დამატებით დოზას. ეს ჰორმონი ამცირებს სტრესს, ეწინააღმდეგება კიბოს წარმოშობას, ანელებს ანთებით პროცესებს ორგანიზმში. ამ ჰორმონის წყალობით მშვიდად იძინებთ და დეპრესია დაგავიწყდებათ.
- დილით უფრო სუფთად იგრძნობთ თავს. თუ სიგრილეში ტანსაცმლის გარეშე გძინავთ, ღამით გაოფლიანებაზე საუბარი ზედმეტია. საკმარისია მსუბუქად დაიბანოთ დილით და საღამოს მიღებული შხაპის ეფექტი დილამდე შენარჩუნდება.
- რაიმეს არ გაკეთება უფრო ადვილია, ვიდრე გაკეთება. რატომ უნდა დავიტვირთოთ თავი ზედმეტი ზრუნვით პიჟამოზე, თუ მის გარეშეც შესანიშნავად ვიგრძნობთ თავს? გასწიეთ დროისა და ძალების ეკონომია და მოაცილეთ ღამის პერანგები სადმე შორს.