კანის იდეალურად გასუფთავების მარტივი რეცეპტი

კანის იდეალურად გასუფთავების მარტივი რეცეპტი
სარკეში ჩახედვისას ყველას გვინდა, იქ ლამაზი, უნაკლო კანი დავინახოთ. როგორ მივაღწიოთ ამას?

აიღეთ:

  • 1 საშუალო ზომის კარტოფილი
  • 1 ცალი ლიმონი

მომზადება:
გაფცქვენით და დააბლენდერეთ კარტოფილი. დაამატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. კარგად აურიეთ და დაიდეთ სახეზე 20 წუთით. ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

კარტოფილის წვენი და რბილობი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც კანის გაღიავებას უწყობს ხელს. ის ასევე გამოიყენება ცხიმიანი კანის პრობლემების სამკურნალოდ. ლიმონს ანტიბაქტერიული თვისებები აქვს, ასუფთავებს კანის ფორებს და აღიავებს მის სტრუქტურას. შეიცავს დიდი რაოდენობით ც ვიტამინს, რისი მეშვეობითაც აცილებს პიგმენტურ ლაქებს კანიდან.

კარტოფილისა და ლიმონის კომბინაცია კარგი საშუალებაა რუჯის მოსაშორებლად.