ცოტამ თუ იცის, რომ ეს მცენარე გულის უებარი წამალია!

ცოტამ თუ იცის, რომ ეს მცენარე გულის  უებარი წამალია!
ცოტამ თუ იცის , რომ ჭინჭარი გულის უებარი წამალია. დიდი ხანია, გულის იშემიური დაავადება მაწუხებს და ჩემი მკურნალი სწორედ ჭინჭარი გახლავთ. მისი წყალობით არ ვაძლევ თავს მოდუნების საშუალებას და ვინარჩუნებ სიცოცხლის ხალისს. რეცეპტი კი ასე მზადდება:

დაგვჭირდება:
  • ჭინჭრის ნორჩი ფოთლები
  • 1 ჩ/ჭ თაფლი

მომზადების და გამოყენების წესი:
დაკრიფეთ ახალამოყრილი ჭინჭრის ნორჩი ფოთლები. გარეცხეთ გამდინარე წყლით, შემდეგ დაყარეთ ჩაის ტილოზე და კარგად შეამშრალეთ. ამის შემდეგ წვრილად ჩაჭერით ჯამში და ფაფასავით გალესეთ. 1 ჩ/ჭ ფაფას დაამატეთ ამდენივე თაფლი. ნარევი დადგით ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე ორი კვირის განმავლობაში. შემდეგ დადგით წყლის ორთქლზე. როცა გაცხელდება, გაწურეთ დოლბანდში, ჩაასხით მინის ქილაში და დღეში 3 - 4 - ჯერ, ჭამამდე 10 წუთით ადრე თითო ჩ/კ მიირთვით.
მკურნალობის კურსი ერთი ულუფაა. ნარევი მდიდარია ის ისეთი ნივთიერებებით, რომლებიც წმენდს სისხლძარღვებს, რაც აუცილებელია გულით დაავადებულთათვის.

ექიმის კომენტარი:
ნარევის ძირითადი კომპონენტია ჭინჭარი. მასზე არაერთხელ გვისაუბრია. სამკურნალოდ გამოიყენება მცენარის ფოთლები, რომლებიც მდიდარია ბიოაქტიური ნივთიერებით: ცილებით, ჭიანჭველამჟავით, გლიკოზიდ ურტიცინით, K ვიტამინით, C ვიტამინით, პანთოთენის მჟავით, კაროტინოიდებით, პისტამინით, რკინის მარილებით, ცვილით.
ეს ნივთიერება აწესრიგებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას, განსაკუთრებით კი ცხიმოვან ცვლას, რაც მეტად მნიშვნელოვანია გულ - სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური მუშაობისთვის. გარდა ამისა, ჭინჭრის პრეპარატებს აქვს გამოხატული ჰემოსტაზური ( სისხლდენის შემაჩერებელი ) თვისებები, რაც მცენარის ფოთლებში K ვიტამინის შემცველობასთანაა დაკავშირებული. ეს ვიტამინი ასტიმულირებს ღვიძლში პროთრომბინის გამომუშავებას. ამიტომ ჭინჭრის ნაყენის მიღებისას აუცილებლად უნდა იკონტროლოთ პროთრომბინის ინდექსი სისხლში.
გულით დაავადებულთათვის ასევე საკმაოდ საყურადღებოა მცენარის ერთი ეფექტი - სისხლძარღვთა შემავიწროებელი მოქმედება. თუ მკურნალობის პროცესში გულის არეში ტკივილს იგრძნობთ, აუცილებლად უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა, რადგან შესაძლოა ტკივილი კორონოსპაზმასთან იყოს დაკავშირებული. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ჭინჭრის უკუეფექტებს ამ რეცეპტის მეორე კომპონენტი - თაფლი ანეიტრალებს. ჭინჭარს აქვს ნაღვემდენი და ანთების საწინააღმდეგო თვისებებიც, რაც აუმჯობესებს კუჭ - ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი