დავამარცხოთ ქრონიკული გასტრიტი უმი კარტოფილით
დიდი ხანია, მაწუხებს კუჭ - ნაწლავი. მთავარი უბედურება ის არის, რომ კვების რეჟიმის მოწესრიგებას ვერაფრით ვახერხებ, ისეთი სამუშაო მაქვს, ხშირად მიხდება ფეხზე წახემსება, რა თქმა უნდა, მშრალი საკვებით, რაც ჩემს ჯანმრთელობაზეც აისახება. რამდენიმე ხნის წინ მეგობარმა მირჩია, უმი კარტოფილის წვენი მესვა. ვსინჯე და აღმოვაჩინე, რომ მართლა უებარი საშუალება ყოფილა ქრონიკული გასტრიტის გამწვავების პროფილაქტიკისთვის.
- რეცეპტი ასეთია: დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე, მიიღეთ 1/4 ჭიქა უმი კარტოფილის წვენი. 2-3 კვირის შემდეგ გულძმარვა აღარ შეგაწუხებთ. ამის შემდეგ მკურნალობა გნებავთ შეწყვიტეთ, გნებავთ გააგრძელეთ კუჭის მოქმედების რეგულაციისთვის, ოღონდ წვენი დღეში 2-ჯერ უნდა მიიღოთ.
- დილით უზმოზე, მიიღეთ 3/4 ახალგამოწურული კარტოფილის წვენი. ამის შემდეგ ნახევარი საათით წამოწექით, ხოლო 1 საათის შემდეგ შეგიძლიათ ისაუზმოთ კიდეც. მკურნალობის კურსი 10 დღეა, შემდეგ 10 დღით უნდა შეისვენოთ. აუცილებლობის შემთხვევაში შეგიძლიათ ზედიზედ მკურნალობის 2-3 კურსი ჩაიტაროთ.
- აიღეთ მრავალძარღვას ფოთლები, დანაყეთ ან ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. დაამატეთ იმდენი თაფლი, რომ არაჟნის კონსინსტენციის ნარევი მიიღოთ. მიირთვით ჩაის კოვზით დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე. მისი წინასწარ მომზადებაც შეიძლება, რადგან კარგად ინახება და სამკურნალო თვისებებს ოთახის ტემპერატურაზე დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში არ კარგავს.
ამ წამლის წყალობით დაავადება სულ უფრო იშვიათად მახსენებს თავს. სცადეთ, იქნებ თქვენც მოგიხდეთ. - აიღეთ 1 ჩაის კოვზი ბაბუაწვერას წვრილად დაჭრილი ფესვები, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და წამოადუღეთ. გააჩერეთ 20 წუთი, გადაწურეთ და გააცივეთ. მიიღეთ 1/4 ჩაის ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.