ფსიქოსომატიკა: 12 ნიშანი იმისა, რომ ყველა თქვენი ტკივილი თავიდან მოდის

ფსიქოსომატიკა: 12 ნიშანი იმისა, რომ ყველა თქვენი ტკივილი თავიდან მოდის
ბევრი ადამიანი ვერც კი წარმოიდგენს, რომ ქრონიკული ტკივილები ხშირად სტრესის ან გაუწონასწორებელი ემოციებით შეიძლება იყოს გამოწვეული.

ექიმი სუზანა ბაბელი იუწყება რომ: ჩატარებული კვლევების მიხედვით. ქრონიკული ტკივილების მიზეზი არა მხოლოდ პოსტ-ტრამვული შედეგი შეიძლება იყოს, არამედ უბრალოდ ყველაფერი ემოციური აშლილობიდან და სტრესიდან გამომდინარეობდეს. ფიზიკური ტკივილი ხშირად ემოციური ფონიდან შეიძლება მოდიოდეს.

ექიმი ბაბელის დაკვირვებებით:

ფსიქოსომატიკა: 12 ნიშანი იმისა, რომ ყველა თქვენი ტკივილი თავიდან მოდის

თავი

თავის ტკივილები შეიძლება წვრილმანებზე დარდით იყოს გამოწვეული. მათგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალება კი განტვირთვაა და დანაშაულის გრძნობისაგან გათავისუფლებაა. გახსოვდეთ რომ სიმშვიდე და დასვენება აუცილებელია. ამის გამომუშავებას თუ ისწავლით, თქვენი შრომისუნარიანობაც გაიზრდება და თვითშეგრძნებაც.

კისერი:

წყენა სხვების ან თუნდაც საკუთარ თავზე — საკმაოდ მძიმედ მოქმედებს ადამიანზე. წყენის დავიწყება ან პატიება მარტივი საქმე არ არის, მაგრამ ეცადეთ შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება სხვების მიმართ! ეს ხომ თქვენს კისერზე ტკივილის სახით ისახება.

მხრები:

თუ ადამიანებს ხშირად უწევს რთული საკითხების გადაჭრა, შეიძლება თავისუფლად აისახოს მხრებზე. არ არის გამორიცხული გარეშე პირების ზეწოლასაც განიცდიდეს ადამიანი, ასეთ დროს რეკომენდირებულია ვიღაცას გაუზიაროს თავისი პრობლემები, რაც შვების გრძნობას მოჰგვრის და მხრებიდან მძიმე ტვირთის ჩამოხსნაშიც დაეხმარება.

ზურგი

ზურგის არეში ტკივილები დაუფასებლობის შეგრძნებაზე ან სიყვარულის შიშზე მოასწავებდეს. ასევე ახლობლებისაგან გულგრილობა ძალიან რთული მისაღებია. ასეთ დროს ადამიანი ყოველთვის დიდ დისკომფორტს განიცდის და უნდა შეეცადოს ურთიერთობების აღდგენას ან ახლის ძიებას.

წელი

წელის არეში ტკივილი ფულის მოყვარულ ადამიანებს უფრო ახასიათებთ. ფინანსური პრობლემები ყოველთვის ჯანმრთელობას აუარესებს, ასე რომ უმჯობესია ამ პრობლემას ოპტიმისტურად შეხვდეთ, რადგანაც ფულით ვერც ჯანმრთელობას და ვერც ბედნიერებას იყიდით!

იდაყვები

ადამიანები, რომლებიც გამუდმებით ცვლილებების და სიახლეების შიშში არიან, ხშირად გრძნობენ ტკივილს იდაყვის არეში. ეს მათი არალოგიკური სიჯიუტის მიზეზია, გამუდმებით რაღაცასთან ბრძოლა აისახება სახსრებზე. არ ღირს ძალ-ღონის დაკარგვა იმაზე, რაც გარდაუვალია!

ხელები

ჩაკეტილი ადამიანები, რომლებიც ძირითადად მარტოობაში ატარებენ ცხოვრებას, მათ ხშირად სტკივათ ხელები. თუ თქვენ ასეთი ადამიანი ბრძანდებით, დროა გამოხვიდეთ თქვენი ნიჟარიდან და შეერიოთ ხალხს. არ არის გამორიცხული ახალი მეგობრებიც რომ შეიძინოთ!

ბარძაყები

ბევრი ადამინი ცხოვრებისეულ რუტინას ეჩვევა და კომფორტულად გრძნობს თავს ამგვარი ყოფით. თუმცა, როგორც კი განსხვავებულ სიტუაციაში მოხვდებიან, მაშინვე ბარძაყების ტკივილს განიცდიან, რადგან ქვეცნობიერად შიშის ქვეშ არიან. ასეთ ადამინებს უნდა ახსოვდეთ, რომ ცხოვრება მდინარესავითაა: ის მიედინება და კალაპოტსაც იცვლის, რაც საინტერესოც შეიძლება აღმოჩნდეს!

მუხლები

არავინ მიიჩნევს საკუთარ თავს ამპარტავნად, მაგრამ ტკივილი მუხლებში მეტყველებს ამ გრძნობის გაორმაგებულობაზე! მიმოიხედეთ! - დედამიწა მხოლოდ თქვენს გარშემო არ ბრუნავს! მიაქციეთ ყურადღება მეგობრებს, ახლობლებს, კოლეგებს... არ ინანებთ!

ხელისგულები

ურთიერთობები არ არის ადვილი და რთულია, განსაკუთრებით მაშინ როდესაც პიროვნება მესაკუთრეობით გამოირჩევა. აუცილებელია ენდოთ მეორე ნახევრსაც და ნუ ეცდებით გამუდმებით მის კონტროლს ან შეცვლას! გახსოვდეთ რომ თავიდანვე მასში მისი ინდივიდუალურობა მოგეწონათ!

წვივები

ხანდახან ყოფით ცხოვრებაში იმდენი პრობლემაა, რომ მათ მოსაგვარებლად საკუთარ თავს ივიწყებს ადამინი. თუ თქვენ ერთ ადგილზე გაიჭედეთ და წინ ვეღარ იწევთ, ფარ-ხმალს ნუ დაყრით და ნუ დაივიწყებთ თქვენს ოცნებებს! მოერიდეთ იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებას, თუმცა საკუთარი თავის განებივრებაზეც იზრუნეთ!

ტერფები

აპათია თითქოს სხეულს წინსვლაში უშლის ხელს! როდესაც ადამინი წარუმატებლობას განიცდის, ყველაფერი არასასურველი მიმართულებით მიდის და ტერფებიც იწყებს ტკივილს. ნუ მოერიდებით ცადოთ რაიმე ახლის და საინტერესოს გაკეთებას!