6 ქრონიკული ტკივილი, რომელსაც საფუძვლად თქვენი ფსიქოლოგია უდევს

6 ქრონიკული ტკივილი, რომელსაც საფუძვლად თქვენი ფსიქოლოგია უდევს
ნერვიულ ნიადაგზე ორგანიზმში უამრავი დაავადება ჩნდება, გასტრიტითა და ალერგიით დაწყებული - ონკოლოგიით დამთავრებული. ეს არის ფსიქოსომატიკა და ამას ვერ შეეწინააღმდეგები. ორგანიზმზე ფსიქოლოგიური ზეგავლენა ძალზედ ძლიერია. თუ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილას განიცდით ტკივილს, გადახედეთ ამ ჩამონათვალს. იქნებ, მიზეზი ამაში იმალება!

1. თავი


ქრონიკული თავის ტკივილი მაშინ ჩნდება, როცა მუდმივ სტრესში იმყოფები. შესაძლოა, ბევრი მუშაობა გიწევთ, ან ოჯახში მშვიდი ვიტარება არ გაქვთ, ან საკუთარი თავისთვის დრო არ გრჩებათ. ეს თავის ტკივილების ძალზედ რეალური მიზეზია. ეცადეთ, მინიმუმამდე დაიყვანოთ სტრესი და იზრუნეთ სიმშვიდეზე.

2. კისერი

დაფიქრდით, ხომ არ ცხოვრობთ გადაუწყვეტავი საკითხების, გამოუთქვამი წყენებისა და წარსულის სინანულის ბარგით? თუ ასეა, შესაძლოა, სწორედ ამაში იმალებოდეს თქვენი ტკივილის მიზეზი. თქვენი რეცეპტი? პატიება, პატიება და კიდევ ერთხელ პატიება. როგორც კი ყველაფრისგან გათავისუფლდებით, რაც გაწუხებთ, კისრისგან დაძაბულობა მოიხსნება და ცხოვრება გაგიადვილდებათ.

3. მხრები

მხრების ტკივილი შესაძლოა იყოს ნიშანი იმისა, რომ ატარებთ მძიმე ემოციურ ტვირთს. ეს ხშირად ემართებათ ადამიანებს, რომლებიც მუდამ მზად არიან დასახმარებლად, მუდამ ყველაფერს ითმენენ და ძალიან პასუხისმგებლიანები არიან. ეს ტვირთი მარტომ რომ არ ზიდოთ, გაუზიარეთ თქვენი განცდები ახლობლებს, ან მიმართეთ ფსიქოლოგს.

4. ზურგის ზედა ნაწილი

ზურგის ზედა ნაწილში ტკივილები მიუთითებს ემოციური მხარდაჭერის არქონაზე. შესაძლოა, გეჩვენებათ, რომ სათანადოდ არ გაფასებენ, ან უბრალოდ, ადამიანური სითბო გაკლიათ. თუ ვინმესთან ურთიერთობა გაქვთ, დროა, ღიად დაელაპარაკოთ იმის თაობაზე, რასაც ვერ იღებთ საყვარელი ადამიანისგან. თუ ამ მომენტში არავინ არ გყავთ - დადგა დრო, ვინმე გაიცნოთ.

5. წელი

წელის არე ფსიქოლოგიის მხრივ ფინანსებზეა პასუხისმგებელი. ფულის საკითხი გადარდებთ, ამიტომ, არ ფინანსური პრობლემების გადასაწყვეტად ძალისხმევა არ დაიშუროთ. არ არის აუცილებელი, მეორე სამსახურში მოეწყოთ. ხანდახან, საკმარისია, დანამატი მოითხოვოთ ან გაიჩინოთ ჰობი, რომელიც შემოსავალს მოგიტანთ.

6. თეძოები

თეძოები - ფეხების ნაწილია. ისინი მოძრაობაზე აგებენ პასუხს. ალბათ, არსებობს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, სადაც ნაბიჯი უნდა გადადგათ და გეშინიათ. ყველას ეშინია. ლამაზებსაც, მდიდრებსაც, ჭკვიანებსაც და წარმატებულებსაც. მაგრამ შეიძლება იცხოვრო შიშში, ან შეიძლება იმუშავო საკუთარ თავზე და დასძლიო.

ფსიქოლოგიური პრობლემების გადაწყვეტით, უამრავი ადამიანი იკურნება დაავადებებისგან, რომლებიც მთელი ცხოვრება აწუხებდათ. ექიმთან სირბილი ყოველთვის გამოსავალი არ არის.