კლიმაქსის სამართავად ხალხური მედიცინა ამ ბალახეული ჩაის რეცეპტს გირჩევთ!

კლიმაქსის სამართავად ხალხური მედიცინა ამ ბალახეული ჩაის რეცეპტს გირჩევთ!
კლიმაქსის ანუ სქესობრივი ფუნქციის გაქრობის პერიოდში - ქალების უმრავლესობას ჯანმრთელობა უუარესდება, რაც ჰორმონულ ცვლილებებს უკავშირდება. აწუხებთ ხან ალები, ხან შემცივნება, ხან მოწყენილობა და ხან ზედმეტი აღგზნება. ამ მძიმე მომენტების თავიდან ასარიდებლად fpaparazzi-ის რედაქცია გასწავლით ბალახეულ ჩაის რეცეპტს

ინგრედიენტები:
  • მაყვლის ფოთლები
  • შავბალახა
  • კუნელის ყვავილები
  • ბერულა


მომზადება და გამოყენების წესი:
თანაბარი რაოდენობის მაყვლის ფოთლების, შავბალახას, კუნელის ყვავილების და ბერულას ნარევის 1 სუფრის კოვზს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ ჩაი და მიირთვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა 2 ჯერ დღეში. ორ კვირაში თქვენი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება.

ექიმის კომენტარი: კლიმაქსის წინა პერიოდი მართლაც ბევრ სირთულეს უქმნის ქალბატონებს. ამ სირთულეების დასაძლევად ზოგჯერ საკმაოდ ეფექტურია მცენარეული საშუალებები. ასეთ დროს საჭიროა მცენარეები, რომლებსაც აქვთ სპაზმების მომხსნელი, დამამშვიდებელი, ნივთიერებათა ცვლის მომაწესრიგებელი, ანთების საწინააღმდეგო და ძილის მომგვრელი თვისებები. განვიხილოთ რეცეპტში შემავალი თითოეული მცენარის ფარმაკოლოგიური ეფექტი მაყვლის ფოთლები მდიდარია ჰექტინებით, უჯრედისით, B ჯგუფის, A და C ვიტამინებით, კალიუმით, სპილენძით, მანგანუმით. მაყვლის ფოთლებისა და ნაყოფისაგან დამზადებული ჩაი ხალხურ მედიცინაში ითვლება დამამშვიდებელ საშუალებად კლიმაქსური ნევროზების დროს.შავბალახა შესანიშნავი დამამშვიდებელი საშუალებაა. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, მისი ეფექტიანობა 4 ჯერ აღემატება კატაბალახასას. ხალხურ მედიცინაში მას იყენებენ საგულე საშუალებად, სპაზმების, ნერვიული აშლილობის, შიშების დროს. ასევე აქვს წნევის დამწევი, გულის რიტმის დამამშვიდებელი, კრუნჩხვების საწინააღმდეგო ეფექტი.
კუნელას ყვავილს აგროვებენ ყვავილობის დაწყების დროს, როდესაც ყვავილების ნაწილი ჯერ კიდევ არ არის გაშლილი. კუნელის პრეპარატებს იყენებენ გულის კუნთის ფუნქციური მოშლილობის, ჰიპერტონიული დაავადების, პაროქსიზმული ტაქიკარდიის, ათეროსკლეროზისა და კლიმაქსური ნევროზის დროს.
ბერულა, იგივე ჭაობის ბერულა შეიცავს ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთებს, ვიტამინებს და სხვა ორგანულ ნივთიერებებს. მას ახასიათებს სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედება. იყენებენ კუჭის წყლულის, გარეგანი ჭრილობების, ასევე საშვილოსნოს ყელის ეროზიებისა და წყლულების სამკურნალოდ.
ამ მცენარეთა ნარევი ნამდვილად კარგ შედეგს მოგცემთ კლიმაქსური ნევროზის დროს.
სტატიის ავტორი: თეა მესხი
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი "კარაბადინი"