გემრიელი და სასარგებლო კანფეტები საკუთარი ხელით

გემრიელი და სასარგებლო კანფეტები საკუთარი ხელით
fpaparazzi გთავაზობთ კანფეტების რეცეპტს, რომელსაც ბავშვიც კი მოამზადებს, ისეთი ადვილია.

საჭირო მასალა:
  • 1-2 ცალი პატარა ბანანი
  • 1 ჭიქა უცხიმო იოგურტი
  • ½ ჭიქა მოხარშული გოგრის პიურე
  • ყინულის ფორმები


მომზადების წესი:
1. გაავსეთ ყინულის ფორმები 1/3 იოგურტით, მოათავსეთ საყინულეში 1-2 საათით, სანამ იოგურტი ბოლომდე არ გაიყინება.
2. პატარა ჯამში ან ჭიქაში ერთმანეთში აურიეთ ½ ჭიქა იოგურტი და გოგრის პიურე. კარგად აურიეთ და დაუმატეთ გაყინულ იოგურს ისე, რომ დაგრჩეთ ადგილი მესამე ფენისთვის.
3. დააბრუნეთ საყინულეში რამდენიმე საათით.
4. პატარა ჯამში დაჭყლიტეთ ბანანი და აურიეთ დარჩენილ იოგურში. ეს კანფეტის მესამე ფენა იქნება.
5. კვლავ გაყინეთ. შემდეგ კი გემრიელად მიირთვით.