5 ნიშანი იმისა, რომ ლაქტოზის გადაუტანლობა გაწუხებთ

5 ნიშანი იმისა, რომ ლაქტოზის გადაუტანლობა გაწუხებთ
რძე - ცხიმიანი, ყუათიანი, ამდენი გემრიელი პროდუქტის საფუძველი, ზოგიერთისთვის ტკივილისა და დისკომფორტის მიზეზია. მათთვის, ვისაც ლაქტოზის გადაუტანლობა აწუხებს.

ლაქტოზა არის ბუნებრივი შაქარი, რომელიც რძესა და რძის პროდუქტებში მოიპოვება და ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმი მას უბრალოდ ვერ გადაამუშავებს.
თუკი ლაქტოზა გადამუშავების გარეშე მოხვდება თქვენს ნაწლავებში, მას სხვადასხვა უცნაური და არასასიამოვნო რეაქცია მოჰყვება, მაგალითად გაზების დაგროვება, შებერვა, გულისრევის შეგრძნება.

თუმცა თუკი აღმოჩნდება, რომ თქვენ ლაქტოზის გადაუტანლობა გაწუხებთ, არსებობს უამრავი სხვადასხვა გზა, რომ თქვენი კვება ამ ფაქტორს შეუსაბამოთ და ეს სიმტპომები გაქრეს. გთავაზობთ ლაქტოზის გადაუტანლობის ძირითად სიმპტომებს, თუმცა იმ შემთხვევში, თუ მათ საკუთარ თავში ამოიცნობთ, არ დაგავიწყდეთ ექიმთან დაადასტუროთ დიაგნოზი.

  1. დიარეა

    5 ნიშანი იმისა, რომ ლაქტოზის გადაუტანლობა გაწუხებთ

    დიარეას გადაუმუშავებელი ლაქტოზის წვრილ ნაწლავებში გადაადგილება იწვევს, თუმცა ის შეიძლება უბრალოდ საკვებით მოწამვლის შედეგი იყოს, ამიტომ აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ ექიმთან.

  2. გაზები/ბოყინი



    როდესაც ლაქტოზა მიემართება მსხვილი ნაწლავისკენ, ბაქტერიები მას მჟავით პასუხობენ. შედეგად კი ხდება გაზების გამოყოფა ლაქტოზის მიღებიდან ნახევარი ან ერთი საათის განმავლობაში.
    მიაქციეთ ყურადღება თქვენი კვების რეჟიმს.

  3. აბდომინალური სპაზმები



    კვების შემდეგ შესაძლებელია სპაზმები იგრძნოთ, რაც თავისთავად არაკომფორტულია. თუკი სპაზმები თითქოსდა უმიზეზოდ ჩნდება, დიდი შანსია, ეს სწორედ ლაქტოზის გადაუტანლობის სიმპტომი იყოს.

  4. შებერილობა



    შებერილობა ხანდახან ყველას გვაწუხებს, განსაკუთრებით კი ნოყიერი სადილის თუ ვახშმის შემდეგ.
    მაგრამ თუკი ჩვეულებრივზე ხშირად გაწუხებთ ეს სიმპტომი, არა მენსტრუაციის წინ, მაშინ შეიძლება ეს რძის პროდუქტების მიღებას უკავშირდებოდეს.

  5. თავის ტკივილი და შაკიკი



    ლაქტოზის გადაუტანლობა ასევე შეიძლება იწვევდეს თავის ქრონიკულ ტკივილს, რადგან რძის პროდუქტებს შეუძლიათ ტვინის სისხლძარღვების გაფართოება და შევიწროება გამოიწვიოს. ეს იწვევს სისხლის აბნორმალურ მიმოქცევას, რასაც შედეგად თავის ტკივილი ან უარესი, შაკიკი მოჰყვება.