გემუქრებათ თუ არა გაფანტული სკლეროზი? 10 გამაფრთხილებელი ნიშანი, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ
გაფანტულ სკლეროზზე საუბარი საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით კი თუკი გყავთ გარშემო ადამიანი, რომელიც ამ დაავადებით იტანჯება. ეს დაავადება თქვენი იმუნური სისტემა განლევს ნერვულ ბოჭკოებს, რაც იწვევს სხეულის დაუძლურებასა და კუნთების სპაზმს.
აშშ-ში ამ დაავადებით დაახლოებით 400 000 ადამიანი იტანჯება, მათ შორის უმეტესობას პირველადი ნიშნები 20-40 წლამდე ასაკში გამოუვლინდა.
ძალიან მნიშვნელოვანია იმის დადგენა, ვართ თუ არა აღნიშნული რისკის მატარებელნი, ადრეულ ეტაპზე პრევენციის შემთხვევაში შესაძლებელია დაავადების ზოგიერთი ეფექტის შეჩერება ცხოვრების წესის შეცვლითა და სწორი მკურნალობით.
რა არის გაფანტული სკლეროზი?
გაფანტული სკლეროზი არის დაავადება, რომლის დროსაც თქვენი იმუნური სისტემა თავს ესხმის მიელინის გარსს, ანუ მასალას, რომელიც ნერვულ ბოჭკოებს აკრავს გარშემო.
ამ შეტევების შედეგად ზიანდება მხედველობა, წონასწორობა, კუნთების კონტროლი და ორგანიზმის სხვა ძირითადი ფუნქციები.
მიუხედავად იმისა, რომ მისი გამომწვევი მიზეზები დადგენილი არ არის, ვარაუდობენ, რომ ის შეიძლება გენეტიკური დაავადება იყოს, ან სხვადასხვა ვირუსის მიერ იმუნიტეტის დაზიანების შედეგად ვითარდებოდეს.
გაფანტული სკლეროზი ნამდვილად ცუდი დაავადებაა, მაგრამ თქვენ არ უნდა მისცეთ სიმპტომებს უფლება, აკონტროლოს თქვენი ცხოვრება. დროული პრევენციით ბევრ უსიამოვნო შედეგს აიცილებთ თავიდან.
წარმოგიდგენთ რამდენიმე სიმპტომს, რაც ადრეულ ეტაპზე ვლინდება:
ეს გაფანტული სკლეროზის ერთ-ერთი გამაფრთხილებელი ნიშანია. შესაძლებელია ამის მიზეზი ოპტიკური ნერვის ანთება იყოს, თვალის კუნთების მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა ან თვალის არაკონტროლირებადი მოძრაობა ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი გახლავთ, მისი მკურნალობა შესაძლებელია და მხედველობის სრული დაკარგვით იშვიათად მთავრდება.
წონასწორობის დარღვევა
გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანები უჩივიან წონასწორობის დარღვევასა და სიარულის გართულებას დაავადების ადრეულ ეტაპზე.
ვინაიდან თქვენი იმუნური სისტემა აზიანებს ნერვებს, სახსრები და კუნთები დუნდება, რასაც სიარულის გაძნელება მოჰყვება.
სახსრების დაბუჟება
ეს სიმპტომიც იმუნური სისტემის მიერ ნერვებზე ზეწოლითაა გამოწვეული.
თუნდაც სხვა არც ერთი სიმპტომი არ გქონდეთ, სახსრების დაბუჟებას აუცილებლად უნდა მიხედოთ, თანაც სასწრაფოდ, რადგან ეს სერიოზული პრობლემის საწყისს ნიშნავს.
კოორდინაციის უეცარი დარღვევა
თქვენს ორგანიზმში სწრაფად მომხდარმა ცვლილებებმა შეიძლება კოორდინაციის დარღვევაც გამოიწვიოს.
თქვენ შეიძლება შენიშნოთ, რომ რომ სხეული არ გემორჩილებათ, ხშირად ეჯახებით ნივთებს, გეღვრებათ ჭიქიდან ყავა ა.შ.
ესეც ნერვებზე შეტევის ერთ-ერთი სიგნალია, რასაც ფიზიკური თერაპიითა და გარკვეული ვარჯიშებით დაძლევთ.
ქრონიკული დაღლილობა
ამ დაავადების მატარებელ პირთა 80%-ს საშინელი გადაღლილობა აწუხებს.
მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი კავშირი არ არსებობს დაავადებასა და დაღლილობას შორის, მაგრამ კუნთების სპაზმმა შეიძლება მთელი ღამე არ დაგაძინოთ, შედეგად კი მეორე დღეს ენერგიაგამოცლილი იქნებით.
საბედნიეროდ, ეს სიმპტომი ძალიან მარტივად იკურნება.
შარდვის პრობლემები
დაავადების შედეგად ირღვევა ნერვული სიგნალების გადაცემა შარდის ბუშტისა და საშარდე წრიული კუნთისთვის. ამან შეიძლება გამოიწვიოს ხშირი შარდვა ან შარდის შეუკავებლობა.
ეს სიმტპომი ცხოვრების წესის შეცვლითა და მედიკამენტოზური მკურნალობით რეგულირდება.
კუნთის სპაზმი
ამ სიმპტომსაც ნერვულ სისტემაზე შეტევები იწვევს. ის ასაკთან ერთად უარესდება. თუმცა გარკვეული ქირურგიული ჩარევის და ფიზიკური თერაპიის შედეგად შეიძლება მისი შეჩერება.
ქავილი
უკონტროლო ჩხვლეტის, ქავილისა და წვის შეგრძნებაც ამ დაავადების ერთ-ერთი მახასიათებელია, რომელიც კუნთების სპაზმისა და სახსრების დაბუჟებასავით უეცრად, უმიზეზოდ ჩნდება დროდადრო.
სიმწვავიდან გამომდინარე, ამ სიმპტომის მკურნალობა შესაძლებელია სხვადასხვა სიძლიერის პრეპარატებით.
თავბრუსხვევა
ხანგრძლივი თავბრუსხვევაც ერთ-ერთი სიმპტომია, რომელსაც შეიძლება ტვინი თავისით შეეგუოს, თუმცა ამის სამკურნალო საშუალებებიც არსებობს.
გონებრივი შესაძლებლობების შესუსტება
თქვენი გონებრივი შესაძლებლობები უკავშირდება ტვინის ფუნქციებს, რომელთა საშუალებითაც თქვენ სწავლობთ და იმახსოვრებთ ინფორმაციას.
ნერვულ უჯრედებზე მიელინის განლევით ტვინის ფუნქცია, გასცეს და შეინახოს მოგონებები და ინფორმაცია, ასევე საუბრის ფუნქცია იზღუდება.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან მწვავე სიმპტომია, არსებობს გონებრივი რეაბილიტაციის მეთოდები, რომლებიც ტვინის ფუნქციონირებას აძლიერებს.
თუკი თვლით, რომ თქვენ გაქვთ ეს სიმპტომები, სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს. რაც ადრე აღმოაჩენთ მიზეზს, მით უფრო ადვილი იქნება მისი კონტროლი.
აშშ-ში ამ დაავადებით დაახლოებით 400 000 ადამიანი იტანჯება, მათ შორის უმეტესობას პირველადი ნიშნები 20-40 წლამდე ასაკში გამოუვლინდა.
ძალიან მნიშვნელოვანია იმის დადგენა, ვართ თუ არა აღნიშნული რისკის მატარებელნი, ადრეულ ეტაპზე პრევენციის შემთხვევაში შესაძლებელია დაავადების ზოგიერთი ეფექტის შეჩერება ცხოვრების წესის შეცვლითა და სწორი მკურნალობით.
რა არის გაფანტული სკლეროზი?
გაფანტული სკლეროზი არის დაავადება, რომლის დროსაც თქვენი იმუნური სისტემა თავს ესხმის მიელინის გარსს, ანუ მასალას, რომელიც ნერვულ ბოჭკოებს აკრავს გარშემო.
ამ შეტევების შედეგად ზიანდება მხედველობა, წონასწორობა, კუნთების კონტროლი და ორგანიზმის სხვა ძირითადი ფუნქციები.
მიუხედავად იმისა, რომ მისი გამომწვევი მიზეზები დადგენილი არ არის, ვარაუდობენ, რომ ის შეიძლება გენეტიკური დაავადება იყოს, ან სხვადასხვა ვირუსის მიერ იმუნიტეტის დაზიანების შედეგად ვითარდებოდეს.
გაფანტული სკლეროზი ნამდვილად ცუდი დაავადებაა, მაგრამ თქვენ არ უნდა მისცეთ სიმპტომებს უფლება, აკონტროლოს თქვენი ცხოვრება. დროული პრევენციით ბევრ უსიამოვნო შედეგს აიცილებთ თავიდან.
წარმოგიდგენთ რამდენიმე სიმპტომს, რაც ადრეულ ეტაპზე ვლინდება:
- დაბინდული ან გაორებული მხედველობა