უამრავი დაავადების მკურნალი მცენარე, რომელსაც უკუჩვენება არ გააჩნია!

უამრავი დაავადების მკურნალი მცენარე, რომელსაც უკუჩვენება არ გააჩნია!
კოთხუჯი მრავალწლიანი მცენარეა ღეროს სიმაღლით 150 სმ, მოყვითალო - მომწვანო ყვავილებით. ყვავის მაისის ბოლოდან ივლისამდე. შენახვის ვადა 3 წელია.
იყნებენ ფხვნილებს, ნაყენებს, ნახარშებს როგორც ტკივილგამაყუჩებლებს, ანტისეპტიკურს, ამოსახველებელს, შარდმდენს, ნაღველმდენს, პირღებინების საწინაარმდეგოს, კუჭის ფუნქციის, ნაწლავების, თირკმელების, საშარდე ბუშტის, ღვიძლის ფუნქციის გამაუმჯობესებელ საშუალებას. უკუჩვენება არ გააჩნია.

  • კოთხუჯის ფესურასგან მომზადებული ფხვნილი მიიღეთ შინაგანად 0,2 - 0,3 გრ გულძმარვის დროს; დააყარეთ ის ჩირქოვან ჭრილობებზე, წყლულებზე.

  • ფესურა ღეჭეთ კბილის ტკივილისას, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებისას, ღრძილების გასამაგრებლად.

  • 10 - 15 გრ ფხვნილი ფესურასაგან დააყენეთ 6 სთ 200 მლ გაცივებულ ანადუღარ წყალზე, გაწურეთ. სვით თითო ს/კ 3 - 4 - ჯერ დღეში გასტრიტის დროს მომატებული მჟავიანობისას; კუჭისა და 12 გოჯა ნაწლავის წყლულებით დაავადებისას. შარდ - კენჭოვანი დაავადების დროს; შარდის ბუშტის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის ანთებითი დაავადებისას. შეიძლება გამოივლოთ პირში, ყელში ანგინი დროს; მოიბანეთ ჩირქოვანი ჭრილობები; გამოიყენეთ მჯდომარე აბაზანებისათვის ქალური დაავადებებისას, დაიბანეთ თავი თმის ძირების გასამაგრებლად.

  • 6 გრ ფესურა ადუღეთ 200 მლ წყალში 30 წთ დახურულ ჭურჭელში. გაწურეთ, დაუმატეთ ანადუღარი წყალი საწყის მოცულობამდე. მიიღეთ ნახარშის ორ - ორი ს/კ 3 - ჯერ დღეში ჭამის შემდეგ როგორც ანტისეპტიკური, ამოსახველებელი საშუალება აბცესისა და ფილტვების ანთების დროს.

სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური