გოგრის ცუკატები

გოგრის ცუკატები
fpaparazzi სასარგებლო და გემრიელი სასუსნავის რეცეპტს გთავაზობთ!

საჭირო მასალა:
  • გოგრა 1 კგ
  • შაქარი 1,2 კგ
  • მიხაკი 2 ცალი
  • დარიჩინის ჩხირი 2 ცალი
  • ფორთოხალი 1 ცალი


მომზადების წესი:
  1. გოგრას გააცალეთ კანი, რბილობი დაჭერით პატარა კუბიკებად.
  2. შაქრისა და 700 მლ წყლისგან მოხარშეთ სიროფი, გაწურეთ და მოათავსეთ მასში გოგრის ნაჭრები.
  3. დადგით ცეცხლზე და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთი.
  4. შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე.
  5. დაუმატეთ დარიჩინი, მიხაკი და ჩააწურეთ ფორთოხლის წვენი.
  6. კვლავ დადგით ცეცხლზე და წამოადუღეთ, ხარშეთ 5 წუთი.
  7. ისევ გააცივეთ და გაიმეორეთ პროცედურა 6-7-ჯერ, იქამდე, სანამ გოგრა ნახევრადგამჭვირვალე არ გახდება.
  8. სიროფი თითქმის ბოლომდე უნდა ჩაშრეს.
  9. შემდეგ გოგრა გადაიტანეთ საკონდიტრო ქაღალდზე და გააშრეთ ოთახის ტემპერატურაზე ან 50 გრადუსზე ჩართულ ღუმელში, ვენტილატორით.
  10. გამომშრალი ცუკატები შეგიძლიათ გადიატანოთ თავდახურულ ჭურჭელში და ასე შეინახოთ.

გემრიელად მიირთვით!