ქოლეცისტიტის სამკურნალოდ აუცილებლად გამოგადგებათ ეს საშუალებები!

ქოლეცისტიტის სამკურნალოდ აუცილებლად გამოგადგებათ ეს საშუალებები!
ქოლეცისტიტით დაავადებულთათვის, რა თქმა უნდა, მარტო დიეტა არ კმარა. 4 - 6 კვირის განმავლობაში ( მდგომარეობის მიხედვით ) მათ უხდებათ ბალახებით მკურნალობა. ფიტოსაშუალებათა არჩევა საჭიროა კუჭის მოქმედებასთან დაკავშირებით.

ფაღარათისაკენ მიდრეკილების დროს:
აიღეთ თითო ჩ/კ ქვიშის ფოთლები, შავბალახა; დაასხით 1 ლ ადუღებული წყალი და დააყენეთ თერმოსში 15 წთ. გაწურეთ. სვით ნახევარ - ნახევარი ჭიქა ნახევარი სთ - ით ადრე ჭამამდე.

ყაბზობისაკენ მიდრეკილებისას:
აიღეთ თითო ჩ/კ დიდი კამის ნაყოფი და ხეჭრელის ქერქი, ორ - ორი ჩ/კ ბაღის პიტნის ფოთლები და ფარსმანდუკის ბალახი; დაასხით 1ლ ადუღებული წყალი და დააყენეთ თერმოსში ნახევარი სთ, გაწურეთ. სვით თითო ჭიქა დილას და საღამოს.

კუჭის არამდგრადი მოქმედების დროს:
  • 1 ჩ/კ ქვიშის ნეგოს ყვავილებს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და დააყენეთ თერმოსში ნახევარი სთ- ით, გაწურეთ. მიიღეთ თითო ს/კ 3 - 4 - ჯერ დღეში 10 - 15 წთ- ით ადრე ჭამამდე.

  • 2 ჩ/კ ბაღის პიტნის ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და დააყენეთ თერმოსში 15 წთ, გაწურეთ. მიიღეთ თითო ს/კ ცხელი დღეში 3 - 4 - ჯერ ჭამის წინ.

სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური