8 მიზეზი, რის გამოც გვიან დაძინება სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის
ადამიანები პირობითად ორ კატეგორიად იყოფიან: ტოროლებად და ბუებად.
ტოროლები დილით ადრე დგებიან და დილას ეგებებიან, მაშინ როცა ბუებს ძალიან უჭირთ დილაობით გაღვიძება, სამაგიეროდ ღამით არიან ძალიან ენერგიულები.
ხალხური სიბრძნის თანახმად, ყველა უნდა ცდილობდეს დილით ადრე ადგომას და ყველა „ტოროლობის“ დადებით მხარეებზე საუბრობს. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, „ბუდ“ ყოფნაც საკმაოდ სასარგებლოა.
კვლევლებმა ცხადყო, რომ ღამით გვიანობამდე სიფხიზლე არათუ მავნებელი არაა, არამედ სასარგებლოც კია.
აი, მიზეზებიც:
ძალიან წინააღმდეგობრივად ჟღერს, მაგრამ იმ ადამიანებს, ვისაც გვიანობამდე არ სძინავს, გაცილებით მეტი ენერგია აქვთ.
საოცარია, მაგრამ მეტი ძილი არ ნიშნავს უკეთეს ტონუსს მეორე დღეს.
ამ შემთხვევაში თქვენი ძილის ფაზებიც მნიშვნელოვანია. არ აქვს მნიშვნელობა, როდის დაიძინებთ, თუკი თქვენი ძილის ციკლი სათანადოდ შესრულდება.
თქვენ მეტი დრო გაქვთ
ყველამ ვიცით, რომ რთულია, იყო პროდუქტიული დილაობით.
ასე რომ თუკი თქვენ ცოტათი გვიან დაიძინებთ, გექნებათ შეგრძნება, რომ მეტი დრო გაქვთ და სხვადასხვა საქმის დასრულებასაც მოასწრებთ ღამით.
თქვენი ძილის გრაფიკი საკმაოდ მოქნილია
მოქნილი ძილის გრაფიკი ძალიან სასარგებლოა ხანდახან.
ზოგჯერ ყველას გვინდა შედარებით ადრე დაძინება, მაგრამ ხანდახან, სწრაფი ცვლილებების პერიოდში, აუცილებელი ხდება ძილის გრაფიკის შეცვლა (აკლიმატიზაცია, ახალშობილი ოჯახში ა.შ.). ამას კი „ბუები“ ძალიან მარტივად ეგუებიან.
ღამით სიფხიზლეს მედიტაციის ეფექტი აქვს
ღამით სიფხიზლეს საოცარი დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. შეიძლება ეს იმის გამო ხდება, რომ მთელ დანარჩენ სამყაროს სძინავს, გარშემო კი სიჩუმეა.
ეს თქვენი შანსია, დარჩეთ საკუთარ თავთან მარტო და მშვიდობიანად შეერწყათ სამყაროს.
ეს შემოქმედებითობის ნიშანია
გარდა იმისა, რომ „ბუები“ მაღალ ინტელექტთან ასოცირდებიან, მათვე მიაწერენ განსაკუთრებულ შემოქმედებით ნიჭსაც.
უამრავი ხელოვანი სწორედ ღამით ქმნიდა ხელოვნების ნიმუშებს - სალვადორ დალი უძილობას შთაგონების ხერხადაც კი მიიჩნევდა. შეიძლება ხელოვანები უბრალოდ არ აძლევენ ძილს მათი შემოქმედებითი იმპულსების შეჩერების საშუალებას.
გაღვიძება გაცილებით იოლია
გრძელი და უძილო ღამის შემდეგ ძალიან სასიამოვნოა შუადღემდე ძილი, განსაკუთრებით თუ ეს უქმე დღეა და არ გაქვთ გეგმები.
მაგრამ თუკი შუა კვირაში მოგიწიათ გვიან დაძინებამ, ნუ იღელვებთ. „ბუებს“ უფრო უადვილდებათ საჭირო დროს გაღვიძება, რაც მოქნილი ძილის ციკლის დამსახურებაა.
თქვენ მშვიდი ადამიანი ბრძანდებით
თუ გვიანობამდე ფხიზლობთ, ალბათ დედა გაფრთხილებთ, რომ მეორე დღეს უხასიათოდ იქნებით, მაგრამ ეს ასე არ არის.
90-იანებში ჩატარებული კვლევები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ - „ტოროლებში“ კორტიზოლის დონე გაცილებით მაღალია, ეს ჰორმონი კი სტრესთან ასოცირდება.
ასე რომ, გვიან თუ იძინებთ, თქვენ უფრო მშვიდი ადამიანი ბრძანდებით!
ტოროლები დილით ადრე დგებიან და დილას ეგებებიან, მაშინ როცა ბუებს ძალიან უჭირთ დილაობით გაღვიძება, სამაგიეროდ ღამით არიან ძალიან ენერგიულები.
ხალხური სიბრძნის თანახმად, ყველა უნდა ცდილობდეს დილით ადრე ადგომას და ყველა „ტოროლობის“ დადებით მხარეებზე საუბრობს. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, „ბუდ“ ყოფნაც საკმაოდ სასარგებლოა.
კვლევლებმა ცხადყო, რომ ღამით გვიანობამდე სიფხიზლე არათუ მავნებელი არაა, არამედ სასარგებლოც კია.
აი, მიზეზებიც:
- თქვენ უფრო ენერგიული ხართ