კუჭის კიბოს პირველადი ნიშნები, რომელსაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება!
კუჭის კიბო ავთვისებიანი სიმსივნეების ყველაზე ხშირი სახეა. მასზე მოდის ყველა ავთვისებიანი სიმსივნის 40 %. კუჭის კიბოთი მამაკაცები ორჯერ უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე ქალები, რაშიც როგორც ჩანს, გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება თამბაქოს წევასა და ალკოჰოლიზმს.
კუჭის კიბოს გამომწვევი მიზეზები უცნობია. მისი განვითარებას რამდენადმე ხელს უწყობს ზოგიერთი დაავადება. ასეთია კუჭის მჟავიანობის დაქვეითებით მიმდინარე ქრონიკული გასტრიტი, პოლიპი, კუჭის წყლული.
ამ დაავადების დროული მკურნალობა კუჭის კიბოს პროფილაქტიკაა.
კუჭის კიბოს დროული გამოვლინებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საწყის ნიშნებზე ყურადღების გამახვილებას.
პირველ რიგში ყურადღებას მოითხოვენ 50 - 60 წლის ადამიანები, რომლებსაც აღენიშნებათ:
რასაკვირველია, მხოლოდ ამ ნიშნებით კუჭის კიბოს დადგენა არ შეიძლება, საჭიროა ავადმყოფის სათანადო გამოკვლევა.
-ზოგჯერ ავადმყოფი აღნიშნავს ხორცის განსაკუთრებით შეძულებას. ამ პერიოდში გულისრევა ხშირდება, რასაც ღებინება ერთვის თან.
თუ საქმე იქამდე მივიდა, რომ კუჭის თორმეტგოჯა ნაწლავში გადასვლის ადგილი სიმსივნური პროცესის ზრდის შედეგად შევიწროვდა, ამონაღებ მასაში შეიძლება ვნახოთ წინა დღით მიღებული საკვები. ეს ნიშნავს, რომ შორს წასულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.
ავადმყოფი უფერული, აპათიურია, შრომის უნარი მკვეთრად დაქვეითებული აქვს. ამ პერიოდში ღრმა პალპაციით შესაძლოა სიმსივნური წარმონაქმნის გასინჯვა. ვიდრე სიმსიმვნე პატარაა, იგი საკმაოდ მოძრავია, მკვრივი კონსინსტენციისა და უმტკივნეულო. ხოლო როდესაც გადიდდება და მეზობელ ორგანოში ჩაიზრდება, ნაკლებად მოძრავი, ხორკლოვანი და მტკივნეული ხდება.
-კუჭის წვენის მხრივ მკვეთრად გამოხატულია საერთო მჟავიანობის დაქვეითება და თავისუფალი მარილმჟავას გაქრობა.
რენტგენოლოგიურად ვლინდება ავსების დეფექტი, საკონტრასტო მასა შემოეხვევა კუჭის სანათურში ჩაზრდილ სიმსივნურ წარმონაქმნს და სიმსივნის სიდიდის შესაბამის დეფექტს წარმოქმნის.
-კუჭის კიბოს რადიკალური მკურნალობაა ნაადრევი ოპერაცია, რამაც შეიძლება იხსნას ადამიანი დაღუპვისგან. რაც შეეხება ოპერაციას, იგი ნიშნავს კუჭის ნაწილობრივ ამოკვეთას სიმსივნითურთ ( რეზექცია ) ან კუჭის მთლიანად ამოკვეთას ( გასტრექტომია ).

- ბოყინი
- უმადობა
- ჭამის შემდეგ კუჭის გადავსების შეგრძნება
- უხასიათობა
- ადრე დაღლა და სხვა.