შედედებული რძით გაჯერებული ფუმფულა ბისკვიტი
fpaparazzi გპირდებათ, რომ ამ მარტივად მოსამზადებელ ნამცხვარს მთელი ოჯახი შეიყვარებს და ხშირად მოგიწევთ მომზადება. ამიტომაც კარგად ჩაინიშნეთ!
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით.
საჭირო მასალა:
- 3 ს/კ ფქვილი
- 3 კვერცხი
- 0, 5 ჭიქა შაქარი
- 0, 5 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- ვანილინი
- შედედებული რძე
მომზადების წესი:
- კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ სქელი, თეთრი მასის მიღებამდე;
- დაუმატეთ ფქვილი, ვანილინი და გამაფხვიერებელი.
- ამოურიეთ ფრთხილად კოვზით და დაასხით მიღებული მასა ლითონის გამოსაცხობ ფირფიტაზე, რომელზეც წინასწარ პერგამენტს დააფენთ.
- აცხვეთ 200 გრადუსზე დაახლოებით 5-10 წუთით.
- გააგრილეთ ბისკვიტი და მოასხით შედედებული რძე.
- ზემოდან მოაყარეთ კაკაო და დაჭერით.
გემრიელად მიირთვით.