მოამზადეთ ტუში საკუთარი ხელით!

მოამზადეთ ტუში საკუთარი ხელით!
დიახ, ტუშის მომზადება თქვენ თავად შეგიძლიათ!
ამისთვის დაგჭირდებათ:
  • 2 სუფრი კოვზი ალოეს გელი.
  • 3-4 ტაბლეტი ან კაფსულა ნახშირი
  • 1/3 ჩაის კოვზი ცვილი
  • 1/8 ჩაის კოვზი თეთრი თიხა

    ინსტრუქცია:
    1. შეურიეთ ერთმანეთს ალოე და ცვილი ორთქლზე მოთავსებულ ჯამში, სანამ ორივე ინგრედიენტი კარგად არ გადნება.
    2. როდესაც ინგრედიენტები გადნება და ერთმანეთს შეერევა, ნელ-ნელა დაუმატეთ ნახშირი, თან ურიეთ.
    3. ნახშირის შერევის შემდეგ დაუმატეთ თიხა და კარგად ურიეთ.
    4. გადმოდგით ცეცხლიდან და ამოიღეთ ნარევი შპრიცის საშუალებით. შეიძლება რამდენჯერმე დაგჭირდეთ ამის გამეორება.
    5. შპრიცის საშუალებით, სითხე მოათავსეთ ტუშის ცარიელ ბოთლში, ან ფერმეტულ კონტეინერში.
    6. გამოიყენეთ ეს მიქსტურა ისევე, როგორც ტუშს იყენებთ.