მოამზადეთ სახის დასაბანი საშუალება მწვანე ჩაისგან

მოამზადეთ სახის დასაბანი საშუალება მწვანე ჩაისგან
მწვანე ჩაი არაჩვეულებრივი ანტიოქსიდანტია, შეიცავს უამრავ ვიტამინს, რაც თქვენს კანს სჭირდება, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ამცირებს სიწითლესა და გაღიზიანებას, სახეზე ფორებს ავიწროვებს და კანს ამკვირვებს.

მწვანე ჩაის საშუალებით თავად შეგიძლიათ მოამზადოთ სახის დასაბანი საშუალება (ე.წ. ქლინსერი).

ინგრედიენტები:
  • 3 სუფრის კოვზი თაფლი
  • 3 სუფრის კოვზი ავოკადოს ზეთი
  • 2 სუფრის კოვზი საპონას ექსტრაქტი
  • ½ ჩაის კოვზი მწვანე ჩაის ფოთლები, დაფხვნილი
  • 5-10 წვეთი ეთერზეთი

    ინსტრუქცია:
    1. ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთს, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
    2. გადაიტანეთ ჰერმეტულ ბოთლში.
    3. გამოყენება: დაისველეთ სახე, წაისვით მიქსტურა სუფთა ხელებით, წრიული მოძრაობებით შეიზილეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნარევი ძალიან არ ქაფდება, მხოლოდ ოდნავ იკეთებს ბუშტუკებს.