დაამზადეთ ტუჩსაცხი სახლში!
წარმოგიდგენთ თვითნაკეთი ტუჩსაცხის მომზადების რეცეპტს, რომლის გაკეთება სახლში შეგიძლიათ. ის ძალიან კარგი დამატენიანებელი და დამცავი საშუალებაა თქვენი ტუჩებისთვის.
ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ:
1 ჩაის კოვზი ცვილი
1 ჩაის კოვზი შიას კარაქი
1 ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი
მომზადება:
ყველა ეს ინგრედიენტი მინის ქილაში მოათავსეთ და ქილა ჩადგით ცხელი წყლით სავსე კონტეინერში. წყალი უნდა იყოს ცხელი, მაგრამ არა მდუღარე.
თუკი წითელი ტუჩსაცხის დამზადება გსურთ, დაუმატეთ ნაზავს ძალიან მცირე რაოდენობით (1/8 ჩაის კოვზი) ჭარხლის ფხვნილი ან საკვების წითელი საღებავი.
თუკი ყავისფერი შეფერილობის ტუჩსაცხი გინდათ, დაუმატეთ ¼ ჩაის კოვზი (ან ცოტა მეტი ინტენსიური ფერისთვის) სუფთა კაკაოს ფხვნილი, მწიკვი დარიჩინი ან კურკუმას ფხვნილი.
როცა ყველა ინგრედიენტი თხევად მდგომარეობაში იქნება და კარგად შეერევა ერთმანეთს, ჩაასხით ტუჩსაცხის ცარიელ ფორმაში პიპეტის საშუალებით. აცალეთ ნახევარი საათი, რომ გაგრილდეს, შემდეგ კი გრილ ადგილას შეინახეთ.
სურნელისთვის შეგიძლიათ დაუმატოთ რამდენიმე წვეთი ზეთოვანი ესენციაც.