სასწაულმოქმედი შრატი გრძელი და ხშირი წამწამებისათვის

სასწაულმოქმედი შრატი გრძელი და ხშირი წამწამებისათვის
თუ გსურთ, თქვენს თვალებს და მზერას მეტი მომხიბვლელობა შესძინოთ, მაშინ წამწამების გაზრდის ეს კლასიკური რეცეპტი სწორეთ თქვენთვისაა. წამწამების შრატი - თქვენი წამწამები უფრო გრძელი, ხშირი და მუქი გახდება.

  • 1 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი
  • 4 სუფრის კოვზი ე ვიტამინი, ზეთოვანი
  • 2 სუფრის კოვზი ალოეს გელი
  • 1 ცალი ძველი ტუშის ან ფრჩხილის ლაქის კარგად გარეცხილი ბოთლი
  • 1 ცალი ძველი ტუშის ან ფრჩხილის ლაქის კარგად გარეცხილი ბოთლი
  • 1 ცალი ტუშის ფუნჯი, კარგად გარეცხილი


    პირველ რიგში, ერთმანეთს შეურიეთ ორივე სახის ზეთი. შემდეგ დაამატეთ ალოეს გელი. კარგად შეანჯღრიეთ და კონტეინერში (ტუშის ან ფრჩხილის ლაქის ბოთლში) ჩაასხით. მიღებული მასა თხელ ფენად წაისვით წამწამებსა და წარბებზეც კი, ტუშის ფუნჯის საშუალებით ყოველღამე, დაძინებამდე. ყურის საწმენდი ჩხირის ან გარეცხილი ლაინერის საშუალებით დაიმატეთ შრატი წამწამის ხაზის გასწვრივ. გაიმეორეთ პროცედურა ყოველდღე 6 დღის განმავლობაში.

    ნამდვილად მუშაობს ეს რეცეპტი? შეგიძლიათ, დააკვირდეთ ფოტოებს, რომლებიც ასახავს წამწამების მდგომარეობას შრატის გამოყენებამდე და გამოყენებიდან 6 თვის შემდეგ.