ფერისმჭამელების ხალხური სამკურნალო საშულებები შინაგანი და გარეგანი მოხმარებისთვის
ფერისმჭამელები - ცხიმოვანი ჯირკვლების ანთებითი დაავადებაა. ყველაზე უფრო ხშირად შეინიშნება ჩვეულებრივი ( ან უხეში, ვულგარული ) ფერისმჭამელები . მათი აღმოცენება დაკავშირებულია ცხიმოვანი ჯირკვლების სადინარის დახშობასთან.
ფერისმჭამელები ცხიმოვანი ჯირკვლების მომატებული ფუნქციის ფონზე ყველაზე ხშირად შეიმჩნევა სქესობრივი მომწიფების პერიოდში. ეს ეგრეთ წოდებული ყმაწვილური ფერისმჭამელებია. გამოყრილი ყმაწვილებისა და გოგონების სახეზე. მკერდზე, ზურგზე, არამკვეთრად გამოხატული ფერისმჭამელთა გამონაყარი გაქრება 20-25 წლების ასაკში, უფრო მკვეთრად გამოხატული კი, როგორც წესი, მინელდება 30-35 წლების ასაკისას.
ფერისმჭამელების სამკურნალო საშუალება შინაგანი გამოყენებისთვის
კოჭა. ხშირად იხმარეთ საჭმელში კოჭა, რომელიც ძალიან უწყობს ხელს სისხლის გაწმენდას.
ჭინჭარი ორსახლიანი. 2 ს/კ ფოთლებს დაასხით 400 მლ მუღარე წყალი, დააყენეთ 2 სთ. სვით ფერისმჭამელებისას ნახევარ- ნახევარი ჭიქა 4-ჯერ დღეში ჭამამდე.
სალბი სამკურნალო. 8,5 გრ ბალახი - 90 მლ წყალზე. მიიღეთ 60 მლ ყოველ 3 სთ-ში.
რჩევა :
ფერისმჭამელების სამკურნალო საშუალება გარეგანი გამოყენებისთვის
კომში. წვნიანი მწიფე კომში გახეხეთ წვრილ სახეხზე. ფაფა დაიდეთ სახეზე. ასეთი ნიღაბი კარგად ეხმარება დაავადებულს სახეზე ფერიმსჭამელების გამონაყარის დროს.
ალოე ხისებრი. ფოთლები შეაჭერით მცენარე, გარეცხეთ და გააჩერეთ 10 დღე-ღამე ბნელ, ცივ ადგილზე. შემდეგ დააქუცმაცეთ ისინი ფაფისმაგვარ მდგომარეობამდე, დაასხით ცივი ანადუღარი წყალი ( 1 წილ ფაფაზე 5 წილი წყალი ). დააყენეთ ნარევი 1 სთ; შემდეგ წამოადუღეთ არა უმეტეს 2-3 წუთისა, გაწურეთ . გამოიყენეთ სახის გასაწმენდად ცხიმიანი კანის, კანის გაღიზიანების, ფერისმჭამელების დროს.
არყი. არყის წვენი გამოიყენეთ დასაბანად ფერისმჭამელების დროს.
ტყის მარწყვი. ბულგარელი კოსმეტოლოგები ფერისმჭამელების გამონაყარის დროს გვთავაზობენ შემდეგს: 1 ჭიქა მწიფე მარწყვს დაასხით ნახევარი ჭიქა არაყი, დააყენეთ 30 დღე-ღამე, გაწურეთ. მიღებული ნაყენით გაიკეთეთ სველსაფენები ან გაიწმინდეთ სახე წინასწარ გაზავებული წყლით, შეფარდებით 1:1.
კალანდულა სამკურნალო. 1 ს/კ გამხმარ ყვავილედს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი , დააყენეთ 20-30 წთ, გაწურეთ და გააცივეთ. გამოიყენეთ სველსაფენებისთვის, ცხიმოვანი ფორებიანი კანის გასაწმენდად და ფერისმჭამელების გამონაყარისას.
კიტრი. 4 ს/კ დაქუცმაცებულ კიტრს დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 4 სთ. გამოიყენეთ სველსაფენებისთვის ფერისმჭამელების გამონაყარისას.
გვირილა. კარგად მოქმედებს ცხიმოვან, ფერისმჭამელებიან კანზე გვირილის ნაყენის კომპრესი: 1 ს/კ გამხმარ ყვავილედს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი , დააყენეთ 10-15 წთ, გაწურეთ . ზომიერად ცხელ ნაყენში დაასველეთ პირსახოცი, მსუბუქად გაწურეთ და დაიფინეთ სახეზე 6-ჯერ ზედიზედ ყოველ 5 წთ-ში. მკურნალობის კურსია 20-25 პროცედურა; მათგან პირველი 10-15 აკეთეთ ყოველდღიურად, დანარჩენი დღეგამოშვებით.
სალბი სამკურნალო. სალბის 1 ჩ/კ ფოთლებს დაასხით 150 მლ ადუღებული წყალი, დააყენეთ 20-30 წთ და გაწურეთ. გამოიყენეთ სველსაფენებისთვის ფერისმჭამელების დროს.

- სასარგებლოა სვათ უზმოზე ოხრახუშის გარო ან სტაფილოს წვენი.