ფერადი კორექტორები - ვარსკვლავების იდეალური კანის საიდუმლო!
გაინტერესებთ, რატომ არის კოსმეტიკურ პალეტებში ერთი შეხედვით აბსოლუტურად გამოუსადეგარი (მაგ. მწვანე, იისფერი, ა.შ.) ფერის კორექტორები? სახეზე ფერების კორექტირება თითქოს ახალი ტრენდია, სინამდვილეში კი ეს გახლავთ პროფესიონალი ვიზაჟისტების დიდი ხნის საიდუმლო - ფერების შესაბამისი კომბინაციით კანის აბსოლუტურად ყველა ხარვეზისა და ნაკლის დაფარვა შეიძლება. კრიალა და უნაკლო კანი ძალიან იშვიათია, იმ მოდელებსა და ვარსკვლავებს, რომელთა უზადო კანით აღფრთოვანებულები ვართ, სწორედაც კორექტირება ეხმარებათ სრულყოფილი შედეგის მიღწევაში.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ, თუ რისთვის გამოიყენება თითოეული ფერი:
მწვანე: წითელს ანეიტრალებს. თუკი როზაცეა გაქვთ, ან გამონაყარის შემდეგ დაგრჩათ წითელი წერტილები, ან უბრალოდ მზეზე დაიწვით, ტონალურის ქვეშ უნდა გამოიყენოთ მწვანე ფერის კორექტორი (მხოლოდ შესაბამის ზონაზე).
იისფერი: ანეიტრალებს სიყვითლეს. იისფერი კორექტორით კანი უფრო ნათელი ხდება და მოყვითალო შეფერილობაც უკვალოდ ქრება.
ატმისფერი: ფარავს სილურჯეს. გამოიყენება თვალების გარშემო მუქი წრეებისა და ღია და საშუალო ფერის კანზე ჩამუქებული ზონების დასაფარად.
სტაფილოსფერი: ფარავს ლურჯს. გამოიყენება თვალების გარშემო მუქი წრეებისა და გარუჯულ კანზე ჩამუქებული ზონების დასაფარად.
ვარდისფერი: ანეიტრალებს ყავისფერს. გამოიყენეთ ჩამუქებული და მოდუნებული კანის ფერის გამოსაცოცხლებლად.
ყვითელი: აქრობს საშუალო დონის სიწითლეს ნებისმიერი ტიპის კანზე.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ, თუ რისთვის გამოიყენება თითოეული ფერი: