10 საუკეთესო ინგრედიენტი თავის მოვლის შინაური საშუალებებისათვის
დღესდღეობით ძალიან პოპულარულია ძვირადღირებული თავის მოვლის პროდუქტების შედარებით ხელმისაწვდომი ალტერნატივები, რომელთა დამზადებაც სახლის პირობებშია შესაძლებელი. წარმოგიდგენთ 10 ინგრედიენტს, რომლებიც აბსოლუტურად შესანიშნავია და თითქმის ყველა სახის პროდუქტს (კანი, თმის, სხეულის მოვლის) ეფექტურს და სასარგებლოს ხდის. ნებისმიერი მათგანის შეძენა შესაძლებელია ცნობის ინტერნეტ მაღაზიებში.
- ალოე (ალოეს წვენი/გელი)
ალოე გახლავთ მსუბუქი და არაცხიმიანი დამატენიანებელი, ბუნებრივი ანტიოქსიდანტი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება, ამცირებს კანზე სიწითლესა და გაღიზიანებას. შესაძლებელია როგორც მისი გელის/წვენის გამოყენება, ასევე უბრალოდ მცენარის ქონა სახლში და საჭიროების შემთხვევაში პატარა ტოტის ჩამოტეხვა. - ავოკადოს ზეთი
ავოკადოს ზეთი სხვა ზეთებთან შედარებით ძალიან მსუბუქია და მდიდარია ე ვიტამინით. გამოიყენება კანის სკრაბებსა და დამამშვიდებელ საშუალებებში. - თაფლის ცვილი
თაფლის ცვილი მრავალმხრივ სასარგებლო ინგრედიენტია. ის ქმნის დამცავ ბარიერს კანზე და ამდენად, უნარჩუნებს მას ტენიანობას. ასევე, ზოგიერთ ლოსიონს სანახევროდ წყალგამძლედ აქცევს. ის ასევე ძალიან კარგი ემულგატორია, რაც იმას ნიშნავს, რომ შინაური კრემების დამზადებისას, ხელს უწყობს ზეთებისა და წყლის/სხვა სითხეების ერთმანეთთან კარგად შერევას. - ქოქოსის ზეთი
ქოქოსის ზეთს იმდენად ბევრი სასარგებლო თვისება და გამოყენების იმდენად მდიდარი სპექტრი აქვს, რომ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინგრედიენტად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ის გახლავთ ანთების საწინააღმდეგო ბუნებრივი საშუალება, აქვს არაჩვეულებრივი ანტიბაქტერიული და დამატენიანებელი თვისებები. ძალიან კარგია თმის პროცედურებისთვის, რადგან სწრაფად შეიწოვება, თანაც ძალიან კარიგ სურნელი აქვს. - კაკაოს კარაქი
კაკაოს კარაქი კარგი ინგრედიენტია ტანის მოვლის საშუალებებისთვის, განსაკუთრებით, თუკი შოკოლადის მოყვარული ბრძანდებით. ის კანის ტემპერატურაზე დნება და ძალიან კარგად გაიწოვება, ძირითადად სქელი კონსისტენციის ლოსიონებისა და კარაქების დასამზადებლად გამოიყენება. - ეთერზეთები
აღარ ვისაუბრებთ იმ დადებით გავლენაზე, რასაც ეთერზეთები ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე, ისინი უბრალოდ შეუცვლელ ინგრედიენტს წარმოადგენენ სახლში დამზადებული პროდუქტებისთვის! თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ისინი სურნელისთვის, ასევე ანთების საწინააღმდეგოდ, ქერტლის მოსაშორებლად და ა.შ. განსაკუთრბეული ფავორიტებია ლავანდის ზეთი და Rocky Mountain Oils. - მწვანე ჩაი
მწვანე ჩაი საოცრად სასრგებლოა თქვენი კანისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, მას უბრალოდ დალევთ თუ ინგრედიენტად გამოიყენებთ. ის ძალიან მცირე რაოდენობით შეიცაავს კოფეინს, რაც ფორების შემცირებას უწყობს ხელს. - მანგოს კარაქი
მანგოს კარაქი ძალიან კარგი დამარბილებელი და დამამშვიდებელი საშუალებაა კანისთვის. ის ასევე კარგი დამატენიანებელია. ის ასევე ხელს უშლის მუწუკებისა და აკნეს წარმოქმნას. - ჟოჟობას ზეთი
ჟოჟობას ზეთს ერთდროულად ზეთოვანი და ცვილისებრი ტექსტურა აქვს, ამიტომ ორმაგად სასრგებლოა, ამასთან არ ანაგვიანებს და „ჭედავს“ ფორებს. სხვა საშუალებებთან შედარებით ძვირია, ამიტომ შეიძლება ყოველდღიურად ვერ გამოიყენოთ, მაგრამ ნამდვილად ღირს მისი შეძენა უამრავი სასარგებლო თვისების გამო. - არგანის ზეთი
არგანის ზეთი ზეთების მეფეა, თუმცა ძვირი სიამოვნებაცაა. შეგიძლიათ, პირდაპირ წაისვათ რამდენიმე წვეთი სახეზე, როგორც დამატენიანებელი. ის შესანიშნავად შეიწოვება და არ ტოვებს ცხიმიანობის შეგრძნებას, ამიტომ ძალიან პოპულარულია თმის მოვლის საშუალებებშიც.