ყავისფერი თვალების 10 ელფერი

ყავისფერი თვალები გაქვთ, გიყვართ მაკიაჟი და ექსპერიმენტები? მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა. გთავაზობთ თვალის მაკიაჟის 10 სხვადასხვა ვარიანტს.
- მზისფერი ყვითელი
ზაფხულის ან გაზაფხულის ნათელი დღის მაკიაჟი, რომლის გასაკეთებლად სულაც არ გჭირდებათ პროფესიონალური უნარ-ჩვევენი. თუმცა ფრთხილად იყავით, ყვითელი საკმაოდ სათუთი ფერია და ძალიან ადვილია, ეფექტურის ნაცვლად, სასაცილო ლუქი მიიღოთ. - იისფერი - შემოდგომისთვის
იისფერი ყოველთვის ტრენდულია საშემოდგომო მაკიაჟში. იისფერი თვალის ჩრდილი ყავისფერ თვალებს მისტიურ ელფერს სძენს. - დაე, შურისგან გამწვანდეს ყველა!
დიახ, მწვანე ჩრდილის გამოყენებაც შეგიძლიათ. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ასეთ შემთხვევაში მუქი ფერის ტუჩსაცხის გამოყენებას უნდა მოერიდოთ. აირჩიეთ პასტელური, ე.წ. ნუდი ფერის ტუჩსაცხი. - საყვარელი ვარდისფერი
თუკი იისფერ ჩრდილს იყენებთ, რატომაც არ უნდა გამოიყენოთ ვარდისფერი? ის თვენს სახეს საყვარელი გოგონას ეფექტს მიანიჭებს. - ნარინჯისფერი - საინტერესო თავგადასავალია
ნარინჯისფერი ენერგიის ფერია, უფრო სწორად მხიარულების, შემოქმედებითობის და ძლიერი ენერგეტიკის. ამიტომაც არის ის ძალიან პოპულარული ზაფხულის მაკიაჟში. - ნაზი და მარჯნისფერი
მიუხედავად იმისა, რომ მარჯნისფერი ცისფერი თვალებისთვის იდეალურ ფერად ითვლება, ყავისფერ თვალებსაც ძალიან უხდება. ის ბუნებრივი ლუქის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. - ლურჯზე ლურჯი
ლურჯი ჩრდილი ყავისფერ თვალებზე? დიახ, რა თქმა უნდა! ამით თვალებს გამოკვეთთ. - შეუცვლელი ვერცხლისფერი
ცოტა ბზინვარება, კატის თვალისებური მაკიაჟი და მკვეთრი შავი ლაინერი - საბედისწერო ქალის ლუქი მზადაა. - შენ ხარ ოქრო!
გამოგიტყდებით, რომ ეს ყველაზე სარისკო კომბინაციაა - თუ ოდნავ ზედმეტი მოგივიდათ, კლოუნს დაემსგავსებით, მაგრამ სამაგიეროდ თუ სწორად წაისვამთ ოქროსფერ ჩრდილს, საოცრად ელეგანტურ ლუქს მიიღებთ. - შავზე შავი
ელეგანტურობის, გლამურის, მიმზიდველობის და საერთოდაც, ყველფრის ფერი! შავი ჩრდილი განიჭებთ ძლიერი და თავდაჯერებული ქალის ლუქს.